ფეხბურთი შენი წესებით

ფინალის გამეორება და ინგლისური ჯახი. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრები

image
ანდრეი შევჩენკო დაკისრებულ მისიას წარმატებით გაუმკლავდა და გამოავლინა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრების დაპირისპირებები. მოკლედ განვიხილოთ თუ რა გამოვიდა.

"მადრიდის რეალი " - "იუვენტუსი" შანსები 50%-50%

ხშირად ხდება, როცა "ლიგის" ფლეი-ოფში დაპირისპირებული გუნდებიდან ერთ-ერთის გასვლის შანსი 100%-ია, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე გუნდი იმდენად სუსტია გასვლის პატარა შანსიც კი არ აქვს, მაგრამ ყოველთვის არის გადამწყვეტი დაპირისპირებები, რომელშიც ფავორიტის გამოვლენა რთულია. ჩვენს შემთხვევაში ეს დაპირისპირება "ბლანკოსისა" და "ბებერი ქალბატონის" დაპირისპირებაა. მოდით ბევრს ნუ ვისაუბრებთ "ბებერი ქალბატონების" რევანშზე, ყველას მოგეხსენებათ "სინიორებს" რაც დაემართათ კარდიფში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "თეთრებმა" ისინი ანგარიშით 1-4 ძირითად დროში დაამარცხეს. პირველ რიგში "იუვეს" ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. ვინ შეხვდებოდა ფინალის გზაზე არც ისე მნიშვნელოვანია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზიდანისა და ალეგრის გუნდებზე პირდაპირ ვერ ვიტყვით : გაძლიერდნენ ისინი თუ პირიქით დასუსტდნენ შარშანდელი დაპირისპირების შემდეგ ? მაგრამ ერთი უდავოა, გამოცდილება და კლასი ორივე გუნდის ეჭვგარეშეა. საშიანაო ჩემპიონატებში ორივე გუნდს აქვს პრობლემები, მაგრამ "ჩემპიონთა ლიგაზე" მადრიდელებიც და ტურინელებიც 100% იხარჯებიან.

მოდით აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ამ ორი გუნდიდან 1/8 ფინალში არცერთი მოიაზრებოდა ფავორიტად "პსჟ"-სა და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. მეტიც 1/8 ფინალური მატჩების ფავორიტებად ზემოხსენებული ორი გუნდი ითვლებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინგლისელ "დეზებს" ორივე გუნდი დაუპირისპირდა მიმდინარე წლის გათამაშებაში. "მადრიდის რეალი" ჯგუფურ საფეხურზე რომელიც სახლში 1:1 , ხოლო სტუმრად 1:3 დათმეს. "იუვემ" სახლში ნათამაშები ფრის შემდეგ მაინც შეძლო სტუმრად" ტოტენჰემის" 1:2 დამარცხება და 1/4 ფინალის საგზურის მოპოვება. ბოლოსთვის უნდა შეგახსენოთ, რომ "რეალმა" 2-ჯერ შეძლო "ბიანკონერის" დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ორ მატჩიანი დუელი "სინიორასთვის" არასოდეს მოუგია. იმ ხუთი დაპირისპირებიდან, რომელიც ამ გუნდებს შორის შედგა შემდეგ ეტაპზე ყოველთვის იტალიური გუნდი გადიოდა.

"ლივერპული" - მანჩესტერ "სიტი" 50%-50%

ინგლისური კლუბები ბოლო წლებშიჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ წელს ერთი გუნდი ნახევარფინალში აუცილებლად იქნება. 2 დარჩენილი გუნდი კუნძულიდან 1/2 ფინალის საგზურში ერთმანეთს შეეცილებიან. თუ "პრემიერ ლიგის" ცხრილში ჩავიხედავთ და კარგად დავაკვირდებით გუნდების განსხვავებას ქულებით, უდავოდ იტყვით, რომ ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისში "მანჩესტერ სიტის" სახით დაუმარცხებელი საფეხბურთო მანქანა შექმნა. თუმცა ნუ ვიჩქარებთ "ლივერპული" არაპროგნოზირებადი გუნდია და არც თუ ისე პატარა წარმატებისთვის მიუღწევია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე."მერსისაიდელების" ანგარიშზე 5 ტიტულია.თუ გადავხედავთ მატჩებს , თითქოს კლოპის ხელში გუნდს "რობინ ჰუდის" სინდრომი დაემართა, მოუგე "მდიდრებს" და დაკარგე ქულები "ღარიბებთან".

კლოფს და გვარდიოლას ინგლისური გუნდის საჭესთან მყოფებს რამდენიმე მატჩი აქვთ ჩატარებული, რომელნიც დამთავრდა : 1:0 "ლივერპულის" სასარგებლოდ და 1:1 გასულ სეზონში;5:0 "სიტის" გამარჯვება და "წითლების" საშიანო რევანში 4:3. ასე რომ დაუმარცხებელი "სიტისთვის" "წითლები" სერიოზული პრობლემაა, რომელიც შეიძლება ვერ გადალახოს.

"ბარსელონა" - "რომა" 90% - 10%

კენჭისყრის დაწყების წინ ჩემპიონთა ლიგამ ფორმულა მიიღო "6+2", სადაც "2" - "სევილია" და "რომა" მეორე ეშელონის გუნდებია, ექვსი სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, რომლებიც უდავოდ პლანეტის საუკეთესო გუნდები არიან. "ბარსელონასთვის" დიდი იღბალი იყო ერთ-ერთთან შეხვედრა და გაუმართლათ კიდეც,ისინი "რომას" დაუპირისპირდებიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს "ბარსელონაა", ვალვერდეს ხელში, ყველაზე ეფექტური თავდასხმით და ლიონელ მესით, რომელიც საუკეთესო ფორმაშია, გაზაფხულისთვის ინტრიგა ამ მატჩში რეალურად არ არსებობს. თუმცა თუ ალისონი 50 სეივს გააკეთებს და მორალურად კატალონიელებს გაანადგურებს, გამორიცხული არაფერია. ყველანაირი ლოგიკით კი "ბარსელონა" ნასხევარფინალშია, სხვა ვარიანტები უბრალოდ არ არსებობს, როგორი ოპტიმისტიც არ უნდა იყოს ფრანჩესკო ტოტი. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც რომ "მგლებისთვის" მეოთხედფინალში გასვლა უკვე წარმატებაა.

"სევილია" - "ბაიერნი" 20% - 80%

"მანჩესტერის" გაგდების შემდეგ, უკვე სევილია აღარ შეიძლება ჩაითვალოს ტკბილ ლუკმად. თუმცა მათ არ გაუმართლათ და "ბაიერნს" შეხვდნენ. თუ "სევილია" ვინმესთან ფავორიტი იქნებოდა ეს მხოლოდ "რომაა". მშვიდი და თავის ძალებში დარწმუნებული "ბაიერნი", ტანკივით მიმავალი გამარჯვების გზაზე, ესპანელებისთვის განაჩენია. მიუნხენელები არც მოდუნდებიან და არც შეეშინდებათ , როგორც ეს "მანჩესტერის" შემთხვევაში მოხდა. ჰაინკესის გუნდი ითამაშებს ზუსთად ისე როგორც "რეკორდმაისტერს" შეეფერება და ხაზს გაუსვამს კლასს რომელიც გუნდებს შორის არსებობს. საინტერესო ფაქტია, რომ წარსულში ამ ორი გუნდის დაპირისპირება ფეხბურთის ისტორიაში არ ფიქსირდება. ისინი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.
  • 17-03-2018, 16:54 523
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
ანდრეი შევჩენკო დაკისრებულ მისიას წარმატებით გაუმკლავდა და გამოავლინა "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური დაპირისპირებები. მოკლედ განვიხილოთ თუ რა გამოვიდა.
ანდრეი შევჩენკო დაკისრებულ მისიას წარმატებით გაუმკლავდა და გამოავლინა "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური დაპირისპირებები. მოკლედ განვიხილოთ თუ რა გამოვიდა.
ანდრეი შევჩენკო დაკისრებულ მისიას წარმატებით გაუმკლავდა და გამოავლინა "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური დაპირისპირებები. მოკლედ განვიხილოთ თუ რა გამოვიდა.
ანდრეი შევჩენკო დაკისრებულ მისიას წარმატებით გაუმკლავდა და გამოავლინა "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური დაპირისპირებები. მოკლედ განვიხილოთ თუ რა გამოვიდა.
ანდრეი შევჩენკო დაკისრებულ მისიას წარმატებით გაუმკლავდა და გამოავლინა "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური დაპირისპირებები. მოკლედ განვიხილოთ თუ რა გამოვიდა.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას