ფეხბურთი შენი წესებით

ვალენსიასთან გამარჯვება რონალდომ სექსისტურად აღნიშნა

image
Image ესპანეთის ჩემპიონატის XXI ტურის შეხვედრაში მადრიდის რეალმა სტუმრად - 4:1 დაამარცხა ვალენსია და უშუალო კონკურენტთან სხვაობა შეამცირა. 16-ე და 38-ე წუთებზე კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა. მან ორივეჯერ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ღამურებმა ანგარიშში სხვაობა 58-ე წუთზე შეამცირეს. სანტი მინამ დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნა. სამეფო კლუბმა გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა. მატჩის 84-ე წუთზე მარსელომ ორ ბურთიანი სხვაობა აღადგინა, 88-ე წუთზე კი შესანიშნავად გათამაშებული კომბინაცია ტონი კროსი მიერ გატანილი გოლით დასრულდა.

მარსელოს მიერ 84-ე წუთზე გატანილმა გოლმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ როდესაც მარსელო გატანილ გოლს თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობდა, კრიშტიანო რონალდომ არც მეტი - არც ნაკლები მას უკანა ტანში თითი უთავაზა.
ვალენსიასთან გამარჯვება რონალდომ სექსისტურად აღნიშნა

რამდენად გამართლებულია მისი ეს საქციელი, ამის შეფასება მკითხველისთვის მიგვინდია.
  • 27-01-2018, 08:29 739
როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]