ფეხბურთი შენი წესებით

"ჩექმებიანი კატა" - ჩემპიონთა ლიგის შეუმჩნეველი ფავორიტი

image
დიდი ხანია გერმანელები ევროსარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ჰაინკესი სპეციალისტია საფეხბურთო ფინალების. "ბაიერნი" ერთდროულად სოლიდური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელების ნაზავია, რომელთაგანაც მოულოდნელი არაფერია.

"ბაიერნში" არ არიან სუსტი ფეხბურთელები.


უილრიხმა სამი წელი გაატარა "რეკორდმაისტერის" სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ ახლა ისე თამაშობს თითქოს საუკეთესოა, მის ანგარიშზე 44 სეივია. მხოლოდ 18 ბურთი გაუშა გერმანელმა. მძიმე ბურთების სტატისტიკით სვენს 73.3 % აქვს მოგერიებული, თუ არ ჩავთვლით იმ დარტყმებს რომლებიც უბრალოდ ხელებში მიუვიდა, ისინი სეივებად არ ითვლებიან. მართალია უილრიხი ფეხით ნოიერივით ვერ თამაშობს, მაგრამ მანუელის დაბრუნება სიტუაციას გამოასწორებს, რის შემდეგაც სვენი კვლავ დაუბრუნდება სათადარიგოთა სკამს.

მეორე ნომრისთვის იგი ფენომენალური მეკარეა. გასული წლის სექტემბერში ლევანდოვსკი წუხდა იმაზე, რომ კლუბი ძვირადღირებული ფეხბურთელების კრიზისს განიცდის, მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის, "ბაიერნი" ფსონს იმ ფეხბურთელებზე ჩამოდის რომლებზეც სწამს, რომ გუნდში ათამაშდებიან. თუ როდრიგესის დასაწყისს გადავხედავთ და შევადარებთ ახლანდელ კონდიციასთან ვიტყვით, რომ ხამესი შეიძლება საუკეთესოცაა თავის პოზიციაზე. მართალია კოლუმბიელი ანჩელოტისთან ზარმაცობდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისისათვის ათამაშდა, დაიწყო გოლების გატანა და საგოლე გადაცემების მიცემა. ჰაინკესს ძლიერებიც ჰყავს და ახალწვეულებიც, ასევე რეზერვიც რომელსაც შეუძლია თავის გამოჩენა.

მიუნხენელები ლიდერზე დამოკიდებულნი არ არიან.


ნოიერი, კიმიხი, რიბერი, რობენი, ვიდალი და ლევანდოვსკი ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც გუნდის სტაბილურობას და ძალას უზრუნველჰყოფენ. ლამი და შვაინშტაიგერი წავიდა, მაგრამ გუნდი არ დაიშალა. ზაფხულში ვიდალის წასვლაც არ არის გამორიცხული, მაგრამ არც ჩილელის წასვლა იქონიებს გავლენას გუნდზე. ავიღოთ მიულერი მას ქონდა პრობლემა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის - მაგრამ გუნდის თამაში და სტილი არ შეცვლილა. რიბერი და რობენი ასაკის მატებიდან გამომდინარე თამაშებს ტოვებენ, მაგრამ არც აქ არის პრობლემა "ბაიერნს" გამარჯვებაში ეს ხელს არ უშლის.

არ არსებოს ფეხბურთელი ვის გარეშეც გუნდი ჩამოიქცევა. ნოიერმა მიიღო ტრამვა - რეზულტატი სახეზეა. არანაერი ჩავარდნა, თუ სეზონის დასაწყისს არ ჩავთვლით, ეს უფრო ანჩელოტის და ფებურთელების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებამ განაპირობა. ვერც მფრინავი კიმიხისა და ფენომენალური ლევანდოვსკის წასვლა ვერ შეცვლის გუნდის მიზნებს მომავალი სეზონისათვის. აქამდე ვერც ერთი ევროპული გუნდი ვერ ახერხებს მსგავსი სქემის შემუშავებას, გერმანელებს კი ეს რაღაცნაირად გამოსდით.

გერმანელებს ორი ფანტასტიური გუნდი ჰყავთ


ყველა კლუბს ჰყავს სათადარიგო ფეხბურთელები, მაგრამ გერმანელებს თითქმის იდეალური სკამი აქვთ. ორი შესანიშნავი მეკარე : უილრიხმა უკვე დაამტკიცა ,რომ მისი მოწვევა სწორი ნაბიჯი იყო ნოიერის გამოჯანმრთელებამდე. ჰუმელსს, ბოატენგს, ზულეს და მარტინესს შეუძიათ დაცვის ცენტრში ითამაშონ. კიმიხი და რაფინია - მარჯვნივ, ალაბა და ბერნატი - მარცხნივ. მარტინესი, ვიდალი , ტოლისო, რუდი, ალაბა და ალკანტარა - ექვსი ფეხბურთელი მოედნის ცენტრში. როდრიგესი და მიულერი თავდამსხმელის პოზიციაზე.

ფლანგებზე წარმატებულად შეუძლია ითამაშონ იმავე მიულერმა, რომენმა, რიბერიმ ან კომანმა. თავდასხმაში ლევანდოვსკის გარდა ვაგნერიც არის, ეს ერთადერთი პოზიციაა ძლიერი შემცვლელის გარეშე. ორი სრულფასოვანი შემადგენლობა იპყრობდა "ბუნდესლიგას" სეზონის განმავლობაში. ალკანტარას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ის იხარჯება. ამის დასტურია "ბეშიქთაშთან" გატანილი გოლი - ძველი ტიაგოს ჩრდილი. ალაბა და კიმიხი უდავოდ შედიან მსოფლიოს საუკეთესო ფლანგის მცველებში.

ჰაინკესი - სწრაფი ტაქტიკური ცვლილებების მასტერი


თუ უილრიხის სეივებს გადავხედავთ, "ბავარიის" ცუდი დაცვაც უნდა ავღნიშნოთ. ნაწილობრივ ეს ჰაინკესის ბრალიცაა, მას სურს შემტევი გუნდი იხილოს მოედანზე. თუ გერმანელებს შეტევაში თამაში წაუვიდათ მათი გაჩერება რთულია. ისინი ფსონს კლასზე და გამოცდილებაზე ჩამოდიან, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ახალგაზრდები ცოტანი არიან. უმეტესობა 30 წლამდეა ან მეტი. როდრიგესი და ალკანტარა - არ არიან ასაკოვნები , თუმცა დიდ გამოცდილებას ფლობენ. და არის კიმიხი წლის ფეხბურთელი გერმანიაში.

რობენი და რიბერი უკვე 10 წელია გულშემატკივარს ახარებენ, მაგრამ არც ახლა შეიძლება მათი ჩამოწერა, ისინი ყოველთვის ამართლებენ მოლოდინებს. თუმცაღა აქ მთავარი ჰაინკესია, ადამიანი რომელსაც მოსწონს რომ მოთხოვნადია. გერმანელი მწვრთნელი სწრაფად გადადის ერთი სქემიდან მეორეზე - "4-3-3" , "4-2-3-1", "4-1-4-1", რაც მას კარგად გამოსდის და გუნდიც სასურველ შედეგს იღებს. ხელშეუხებელი მხოლოდ მეკარე და ცენტრალური თავდამსხმელია, დანარჩენების გადანაცვლება ჰაინკესის ტაქტიკურ ჩანაფიქრზეა დამოკიდებული.

გამოცდილი " ბავარია" რევანშს ელოდება


მართალია კლუბი გერმანიის საზღვრებში დომინირებს, მაგრამ ევროსარბიელზე წლებია ტიტული არ მოუპოვებია. გამომდინარე გუნდის პოლიტიკიდან ისინი არჩევანს იმ ფეხბურთელებზე აკეთებენ, რომლებსაც გუნდში ათამაშება შეუძიათ. ეს სარისკოა თუმცა მუშაობს, გუნდს არასდროს გადაუხდია 100 მილიონი ფეხბურთელში. ცალკეული ფეხბურთელების ასაკიც ხელს უშლის გამოცდილ ფეხბურთელებს თამაშის დროს, ასაკი მაინც თავისას აკეთებს და მოთამაშეები 90 წუთს ერთ დონეზე ვერ ატარებენ. თუმცაღა ჰაინკესი ამაზე ფიქრს დიდ როს არ უთმობს, მას ურჩევნია საყვარელ ძაღლთან ერთად ქალაქის ქუჩებში ისეირნოს და ტაქტიკაზე იფიქროს, რათა სწორად ითამაშოს "ჩემპიონთა ლიგაზე".

გამოცდილი "რეალი", "ბარსელონა" , "იუვე" და "ბავარია" ამიტომ ითვლებიან ფავორიტებად, მათ იციან როგორ დამალონ მინუსები და ამავდროულად თავი შესაბამისად წარადგინონ ტურნირებში. "ბაიერნი" მზადაა რევანში აიღოს ჩავარდნილი წლების და თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ თქვას ტურნირზე. მათ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი და ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ ფინალის გემო. ახლა ფეხბურთელებს მწვრთნელთან კონფლიქტი არ აქვთ, კიმიხი, ალკანტარა, ვიდალი , მიულერი, ალაბა და ლევანდოვსკი მზად არიან უკეთესად ითამაშონ.

მართალია ბევრი რამ დამოკიდებულია კენჭისყრის შედეგებზე, მაგრამ "რეკორდმეისტერი" სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს - ჰარმონიული და ძლიერი გუნდი. შედეგებზე ცოტა გვიან ვისაუბრებთ.
  • 18-03-2018, 13:41 2305
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
დიდი ხანია გერმანელები ევროსარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ჰაინკესი სპეციალისტია საფეხბურთო ფინალების. "ბაიერნი" ერთდროულად სოლიდური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელების ნაზავია, რომელთაგანაც მოულოდნელი არაფერია.
დიდი ხანია გერმანელები ევროსარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ჰაინკესი სპეციალისტია საფეხბურთო ფინალების. "ბაიერნი" ერთდროულად სოლიდური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელების ნაზავია, რომელთაგანაც მოულოდნელი არაფერია.
დიდი ხანია გერმანელები ევროსარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ჰაინკესი სპეციალისტია საფეხბურთო ფინალების. "ბაიერნი" ერთდროულად სოლიდური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელების ნაზავია, რომელთაგანაც მოულოდნელი არაფერია.
დიდი ხანია გერმანელები ევროსარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ჰაინკესი სპეციალისტია საფეხბურთო ფინალების. "ბაიერნი" ერთდროულად სოლიდური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელების ნაზავია, რომელთაგანაც მოულოდნელი არაფერია.
დიდი ხანია გერმანელები ევროსარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ჰაინკესი სპეციალისტია საფეხბურთო ფინალების. "ბაიერნი" ერთდროულად სოლიდური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელების ნაზავია, რომელთაგანაც მოულოდნელი არაფერია.
დიდი ხანია გერმანელები ევროსარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ჰაინკესი სპეციალისტია საფეხბურთო ფინალების. "ბაიერნი" ერთდროულად სოლიდური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელების ნაზავია, რომელთაგანაც მოულოდნელი არაფერია.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას