ფეხბურთი შენი წესებით

მომდევნო სეზონში "რეალის" შეტევას ახალი სახე ეყოლება!!!

image
"რეალის" შეტევაში ახალი სახელი გამოჩნდება..

არავისთვის არ არის უცხო ის ფაქტი, რომ მადრიდის "რეალი" ზაფხულში დიდ თანხებს დახარჯავს. 2018/19 წლების სეზონში "სამეფო კლუბის" შეტევას ახალი სახე ეყოლება. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელების პლუსებს და მინუსებს, რომლებმაც შეიძლება "რეალის" მაისური მოირგოს.

ჰარი კეინი: კეინის ტრანსფერი ცოტა არარეალურად ჩანს, რადგან არც თავად ფეხბურთელს სურს დიდად "რეალში" თამაში და ასევე ლევი მის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას ითხოვს.

ედენ აზარი: აზარი შესანიშნავი ვარიანტია, კარგ ასაკშია და ნამდვილად კარგად თამაშობს. მართალია "ჩელსი" იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონში ბელგიელი კვლავ მათთან იქნება და "ევროპა ლიგაზე" წარმატებაში დაეხმარებათ, თუმცა აზარის წასვლის მიზეზი შეიძლება "ევროპა ლიგა" გახდეს. მართალია იგი გასულ და მიმდინარე სეზონებში დიდად პროდუქტიული ვერ არის, მაგრამ ამის გამართლება შეიძლება - ის ვერ ჩაჯდა კონტეს იმ სათამაშო სქემაში და ტაქტიკაში, რომელსაც იტალიელი ათამაშებს "ჩელსის". ასევე გასათვალისწინებელია, რომ პერესს უყვარს ფეხბურთელის შეძენა, როდესაც მას წინა სეზონი უბრალოდ დიდებული აქვს.

რობერტ ლევანდოვსკი: პოლონელი მართლაც იდეალურია, თუმცა მისი ასაკი ცოტა არასასიამოვნოა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რობერტს 3 სეზონი მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია. მართალია "ბაიერნი" მის სანაცვლოდ ბევრს მოითხოვს, მაგრამ თუ პერესი მზად არის დახარჯოს ფული, პოლონელი ფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

კილიან მბაპე: ის არის "რეალისთვის" იდეალური ვარიანტი, რადგან თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს და იმას, თუ როგორ დამაჯერებლად თამაშობს, შეიძლება ითქვას, რომ კრიშტიანუს წასვლის შემდეგაც შეიძლება "რეალმა" მბაპე გამოიყენოს. დიდი ალბათობით მას "პსჟ" არ გაუშვებს, მაგრამ მადრიდელები მაინც ეცდებიან კილიანი გადაიბირონ.

მოჰამედ სალაჰი: "პრემიერ ლიგის" საუკეთესო ფეხბურთელი, შესანიშნავი ტექნიკით და დარტყმით, დიდებული სისწრაფით. ეგვიპტელი შემტევის ფასი 150 მილიონი ევროა, თუმცა რამდენად შეელევა "ლივერპული" მას ამ თანხად უცნობია. "რეალისთვის" მბაპესთან ერთად იდეალური ვარიანტი იქნება სალაჰი, რომელსაც ფაქტობრივად მინუსი არ აქვს. პერესი მარკეტინგის მხრივ ძალიან ძლიერია, თუმცა რამდენად გაუშვებს მას კლოპი, ეს რთული სათქმელია.

ნეიმარი: "რეალის" ყველაზე დიდი თავსატეხი სწორედ რომ ბრაზილიელია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებასთან ერთად დაიწყო ნეიმარის "რეალში" გადასვლაზე საუბარი, რომელიც არ წყდება. უდავოდ ნეიმარი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მას არაერთი მინუსი აქვს. ცუდი პასი, "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელის სტატუსი, კრიშტიანუ რონალდუ შეტევაში (სწორედ მესის გამო წავიდა "ბარსელონადან"), კაპრიზები.. თუმცა ზაფხულში "რეალის" მთავარი სამიზნე, სწორედ ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი იქნება.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
"რეალის" შეტევაში ახალი სახელი გამოჩნდება..
"რეალის" შეტევაში ახალი სახელი გამოჩნდება..
"რეალის" შეტევაში ახალი სახელი გამოჩნდება..
"რეალის" შეტევაში ახალი სახელი გამოჩნდება..
"რეალის" შეტევაში ახალი სახელი გამოჩნდება..
"რეალის" შეტევაში ახალი სახელი გამოჩნდება..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას