ფეხბურთი შენი წესებით

"ლივერპული" - "რომა" | პრომო

image
დღეს, თბ.დროით 22:45-ზე "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში "ლივერპული" "რომას დაუპირისპირდება.



"ლივერპული" მატჩის წინ:

ეს უკვე მეათე შემთხვევაა,როცა "ლივერპული" ნახევარფინალს ითამაშებს. მათ ფინალში გაღწევა შვიდჯერ შეძლეს და 5-ჯერ ტიტულით დაასრულეს ჩემპიონატი.
მიმდინარე სეზონში "ლივერპულს" ჯერ არ წაუგია.10 მატჩი-6 მოგება,4 ფრე.
"სქაუზერებმა" 31 გოლის გატანა შეძლეს,საპასუხოდ კი 7 მიიღეს.
მათი მთავარი ბომბარდირი ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰია 8 გოლით,რომელიც "რომას" რიგებში გამოდიოდა.
"ლივერპულელები" ტრავმების გამო ლალანას,მატიპს და ემრე ჩანს მოისაკლისებენ.საეჭვოა კლაინის თამაშიც.
"ლივერპულის" მოგებას უცხოური ტოტალიზატორები 1.53 კოეფიციენტს აძლევენ.


"რომა" მატჩის წინ:

"რომაელებისთვის" ეს ნახევარფინალი განსაკუთრებული იქნება,ვინაიდან ისინი 1984 წლის შემდეგ პირველად არიან საუკეთესო ოთხეულში.
მიმდინარე სეზონში "რომამ" 10 მატჩიდან 5 მოიგო,3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.გაიტანა 15 გოლი და საკუთარ კარში 12 მიიღო.
მათი მთავარი ბომბარდირი ბოსნიელი ედინ ჯეკოა 6 გოლით.
რომას დანაკლისი დეფრელის და კარსდორფის სახით ყავს,რომელთაც მუხლის ტრავმები აწუხებთ.
"რომაელთა" "ენფილდზე" გამარჯვებას უცხოურმა ტოტალიზატორებმა 5.5 კოეფიციენტი მიანიჭეს.


გთავაზობთ მატჩის პრომოს.

კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
დღეს, თბ.დროით 22:45-ზე "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში "ლივერპული" "რომას დაუპირისპირდება.
დღეს, თბ.დროით 22:45-ზე "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში "ლივერპული" "რომას დაუპირისპირდება.
დღეს, თბ.დროით 22:45-ზე "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში "ლივერპული" "რომას დაუპირისპირდება.
დღეს, თბ.დროით 22:45-ზე "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში "ლივერპული" "რომას დაუპირისპირდება.
დღეს, თბ.დროით 22:45-ზე "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში "ლივერპული" "რომას დაუპირისპირდება.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას