ფეხბურთი შენი წესებით

ოფიციალურად: ანდრეს ინიესტა სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს!

image
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა სახელად ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ტოვებს.

დღევანდელ პრესკონფერენცია ძალიან ემოციური გამოდგა თავად ანდრესისთვისაც და მილიონობით გულშემატკივრისთვისაც.

"ეს ჩემი ბოლო სეზონია აქ. დიდი ხანია ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი. ჩემთვის "ბარსელონა" საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა."

"ბევრს ადამიანს ვესაუბრე, ფეხბურთლებს, მწვრთნელებს და ვიცი რა სურთ მათ, მაგრამ შევეცადე პატივი მეცა საკუთარი თავისთვის და კლუბისთვის."

"არასდროს ვითამაშებ "ბარსელონას" წინააღმდეგ. ევროპაში კარიერას აღარ ვაგრძელებ."

კარიერა რიცხვებში

ეროვნული ნაკრები: 125 მატჩი, 13 გოლი
UEFA-ს კლუბური ჩემპიონატები: 138 მატჩი, 11 გოლი
შიდა ჩემპიონატი: 525 მატჩი, 46 გოლი

ტიტულები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა (4): 2006, 2009, 2011, 2015
UEFA- სუპერ თასი (2): 2011, 2015
FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009, 2011, 2015
პრიმერა დივიზიონი (8): 2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015, 2016
კოპა დელ რეი (6): 2009, 2012, 2015, 2016, 2017, 2018
ესპანეთის სუპერ თასი (6): 2005, 2006, 2010, 2011, 2013, 2016
მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2010
ევროპის ჩემპიონატი (2): 2008, 2012
U19 ევროპის ჩემპიონატი (1): 2002
U16 ევროპის ჩემპიონატი (1): 2001
UEFA-ს საუკეთესო ფეხბურთელი ევროპაში (1):2012
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2012
UEFA.com - ფანების წლის საუკეთესო გუნდში: 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2016

ფაქტები

• ანდრესი 12 წლის ასაკში შეუერთდა "ბარსელონას" "ალბასეტედან".

• ბავშვოსი კერპმა პეპ გუარდიოლას 15 წლის ასაკში ინიესტა "ბარსელონას" ახალგაზრდულ ნაკრებში ათამაშა.

• მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის "ბარსელონას" კაპიტანია, ახალგაზრდა ანდრესის კადრები არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ ბავშვობაში "რეალს" გულშემატკივრობდა.

"გმირი ვარ? არა! გულშემატკივრებისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მაგრამ გმირი ის ადამიანია ვინც დაავადების წინააღმდეგ იბრძვის ან ემიგრაციაში მიდის, რათა შვილები გამოკვებოს. მე პრივილეგირებული ვარ რომ ფეხბურთს ვთამაშობ და ხანდახან იღბლიანიც, რადგან ხალხს ბედნიერებას ვანიჭებდი."

"ჩემი ერთადერთი მიზანი კლუბის წარმატება იყო და მე ეს შევძელი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "ბარსელონას" რიგებში დებიუტი იყო."
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა სახელად ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ტოვებს.
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა სახელად ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ტოვებს.
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა სახელად ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ტოვებს.
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა სახელად ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ტოვებს.
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა სახელად ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ტოვებს.
სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა სახელად ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ტოვებს.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას