ფეხბურთი შენი წესებით

"პსჟს" ულტრასები ნეიმარს დაუპირისპირდნენ!!!

image
Image პარიზში არეულობაა..

"პსჟს" ულტრას სურმა გაავრცელა წერილი, რომელიც პარიზული კლუბის ფეხბურთელებს ეხებოდათ, განსაკუთრებით კი მათ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს, ნეიმარს.

პარიზელების აზრით, ნეიმარი კლუბის მიმართ უპასუხისმგებლობას იჩენს და არაპროფესიონალივით იქცევა. "ტრავმის მკურნალობა საზღვარგარეთ ეს ჩვენს მიმართ გამოხატული უღირსი საქციელია. ეს ქომაგების მიმართ უპატივცემულო საქციელია. მთელი გუნდის მხრიდან ისეთ დაფასებას ველით, როგორსაც ვიმსახურებთ", - ნათქვამია წერილში.

ნეიმარმა ტრავმა 26 თებერვალს მიიღო და სამკურნალოდ ბრაზილიაში გაემგზავრა. მას შემდეგ ნეიმარი პარიზში აღარ დაბრუნებულა. ასევე მან "პსჟს" ჩემპიონობა გუნდთან ერთად არ აღნიშნა. მაშინ როდესაც "პსჟს" ფეხბურთელები ტიტულს აღნიშნავდნენ, ამ დროს ნეიმარი პოკერს თამაშობდა.

ნეიმარმა გადაწვიტა, რომ საფრანგეთში არ დაბრუნდეს და მუნდიალისთვის ბრაზილიაში მოემზადოს, მაშინ როცა, მას ბოლო ტურებში თამაში შეეძლო, ამაზე უარი განაცხადა, რადგან შიშობს, რომ მუნდიალს გამოტოვებს.

პარიზელი ულტრასები ასევე უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ნეიმარი ძალიან დიდ დროს უთმობს აზარტულ თამაშებს და შოპინგს, მათი აზრით ეს ფეხბურთელზე ცუდად იმოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა საფრანგეთის თასი და "ლიგა 1" მოიგო, ქომაგი მაინც უკმაყოფილოა, რადგან "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში "რეალთან" მარცხი მათ არ სურდათ და ისინი თვლიან, რომ კლუბმა მაქსიმუმთან მიახლოებულიც არ გააკეთა და "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ უღირსად ითამაშა.
როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]