ფეხბურთი შენი წესებით

სკანდალი: სალაჰს ნაკრებში პრობლემები აქვს!!

image
სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ!!!

მოჰამედ სალაჰი სკანალში გაეხვა, მას ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციასთან პრობლემები აქვს. საქმე იმაშია, რომ ეროვნული ნაკრების თვითმფრინავზე გამოსახულია სალაჰი, თანაგუნდელებთან ერთად, ხოლო ნაკრების სპონსორი გახლავთ "WE", ამით კი მოჰამედი პრეტენზიას გამოთქვამს, რადგან იგი "WE"-ს კონკურენტის "VODAFONE"-ს სახეა.

სალაჰის სურათის სხვა კომპანიის ლოგოს გვერდით გამოყენება კონტრაქტის დარღვევაა, რასაც ეგვიპტელის ადვოკატი ეხმაურება: "ჩვენ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციასთან პრობლემები გვაქვს. ნებართვის გარეშე სალაჰის ნებისმიერი სურათის გამოყენება დაუშვებელია".



ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია არ აპირებს თვითმფრინავზე ბანერის შეცვლას, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ნებისმიერი ნაკრების ფეხბურთელის ფოტოს გამოყენების უფლება აქვთ. თავის მხრივ ეფფ-ს არ უნდა სურდეს დაპირისპირება მუნდიალის წინ, რადგან მათი ნაკრების ერთპიროვნული ლიდერი ზუსტად მოჰამედ სალაჰი გახლავთ.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ!!!
სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ!!!
სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ!!!
სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ!!!
სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ!!!
სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ!!!

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას