ფეხბურთი შენი წესებით

"რეალი" ჩემპიონი, რომელმაც "ბაიერნი" დაცხრილა და "ლივერპულს" გაჭყლეტს

image
სტატია, რომლის გამოც უკვე ხვალ ავტორის არაპროფესიონალიზმზე საუბარს შევძლებთ ან პირიქით.

ზედიზედ სამი გამარჯვება "ჩემპიონთა ლიგაზე" - წარმატება, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. დიდი მაშტაბის წარმატება, რომელიც შეუძლებელია წინასწარ განსჭვრიტო, მაგრამ შეგიძლია გაიხსენო მომავალში როგორც წარსული. ჩვენ განცვიფრებულნი ვუყურებთ მაიკლ ფელპსის ან უსეინ ბოლტის რეკორდებს, ვითვლით მესისა და რონალდუს ოქროს ბურთებს, რომელიც უკვე დეკადად გაიწელა, ვსაუბრობთ როგორი დიდი იყო პელე, ბესტი ან მარადონა, მაგრამ ამ ყველაფერს ვაკეთებთ მას შემდეგ, რაც ისტორიაში დაიწერა როგორც ფაქტები, წინასწარ ვერც ამას ვივარაუდებდით, რამდენ ოქროს ბურთს მოიპოვებდნენ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები, რამდენი ლამაზი გოლი დაამშვენებდა იუთუბის ვიდეოთეკას.

ზუსტად ეს შემთხვევაა თანამედროვე "რეალიც". სამი წლის წინ ადამიანისთვის, რომელიც ფეხბურთს თვალს ადევნებს თუ დავუსვამდით კითხვას - შეძლებდა თუ არა რომელიმე კლუბი "ლიგის" ზედიზედ 3-ჯერ მოგებას სავარაუდოდ უარყოფით პასუხს მივიღებდით. ფანტაზიით ასეთი გუნდის წარმოდგენაც კი არარეალურია, ამ შემთხვევაში გუნდის შემადგენლობა ნახევრადღმერთები უნდა ყოფილიყო. გუნდი უბადლო დაცვით, მფრინავი მეკარით, მექანიკურად გამტანი თავდამსხმელებით და რკინის კვერცხებით, რომელთა ბრწყინვალებაც მოწინააღმდეგეს მოელვარე კოშმარად მოევლინებოდა.

მაგრამ რეალობა შორია პროგნოზებისგან და ევროპის მთავარი ძალა გახდა გუნდი, რომელიც იდეალური არ არის. ეს გუნდია, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს შეცდეს დაცვაში, არ მიყვებოდეს შემტევ ფილოსოფიას და არ შედგებოდეს 100% ვარსკვლავებისგან.

მათი სიმბოლო - დიდწილად სერხიო რამოსია, ვიდრე თავისი სიდიდით ცაში ასული რონალდუ - და ეს უნივერსალური ფეხბურთელი ლუკას ვასკესი, უცნაური ფეხბურთელი ნებისმიერ პოზიციაზე სათამაშო უნარებით, რომელსაც არც ქარიზმა აქვს, არც ძლიერი დარტყმა და არც იდეალური დრიბლინგი, მაგრამ სტაბილურია და თავის სამუშაოს კარგად ართმევს თავს.

მწვრთნელი - რომელიც გენიალური ტაქტიკოსი არ არის, უბრალოდ ყოფილი ფეხბურთელია, რომლის მთავარი ხრიკი - შემადგენლობის როტაციაა. მისი საუკეთესო უნარი - არა მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია ან ლამაზი ფეხბურთის თამაშია , არამედ მოითმინოს იმდენად, რამდენიც საჭიროა. ის თავს არ იწონებს გულშემატკივრების წინაშე როგორც "ბარსელონა" ან "ლივერპული". ამის ნაცვლად უბრალოდ გამოდის მოედანზე და იგებს, რაც არ უნდა მოხდეს წინა 89 წუთში. და სწორედ ეს უნარი და გამარჯვებულის ფსიქოლოგია ხდის მას განსაკუთრებულს, არა ლამაზი თამაში.

მან გადატეხა ძვირადღირებული "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ", დაანგრია სიმეონეს მიუვალი "ატლეტიკო", ფსიქოლოგიურად გაანადგურა "იუვენტუსის" ერთგული ბუფონი. შემდეგ იმეორებდა და იმეორებდა ამ ყველაფერს წაგებული გუნდების გულშემატკივრის მსაჯების დახმარებაზე აკომპანირების ქვეშ. ეს სეზონი და ნახევარფინალი "ბაიერნთან" გამოდგა დამამტკიცებელი იმის, რომ გუნდს აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ის შეცდომები, რომელსაც მოედანზე უშვებენ ხელს არ უშლის წარმატებას. გუნდი, რომელმაც "ლეგანესთან" და "ჟირონასთან" მნიშვნელოვანი თამაშები დათმო , რომელმაც ყველაზე არასტაბილური ფეხბურთი შემოგვთავაზა სეზონში.
"რეალი" ჩემპიონი, რომელმაც "ბაიერნი" დაცხრილა და "ლივერპულს" გაჭყლეტს

მიუხედავად ამისა გაანადგურა ძლიერი მოწინააღმდეგეები მნიშვნელოვან მატჩებში და უკვე მეოთხე ფინალს ითამაშებს ბოლო 5 წელიწადში. მიუნხენში თამაშის დროს "ბაიერნმა" დიდი დრო გაატარა შეტევაში : ცეცხლოვანი რიბერის, უიღბლო ლევანდოვსკის, მოტივირებულ ხამესს სურდათ "რეალი" ტურნირს გამოეთიშათ, მაგრამ სადღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, სადღაც დამატებითი წამი დააკლდათ, სადღაც კი ნავასს გაახსენდა, რომ ევროპის ერთერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს.

თითქოს , ძველი მადრიდული ციხესიმაგრე წუთობრივად ინგრეოდა ფუნდამენტში გაჩენილი ბზარებისგან და დაცვაში ჩაჯდომა ორგიით დამთავრდებოდა, მაგრამ "რეალმა" არაფრისგან ორი გოლი გაიტანა - შეგვახსენა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. "ბავარიამ" კი ეს მატჩი აგონიით დაამთავრა. "თეთრებმა" მოწინააღმდეგე წამიერად მოკლეს და გამარჯვება მოპარეს, რომელსაც დიდად არ იმსახურებდნენ. ფეხბურთის ღმერთებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს რომ არ არსებობენ.

ახლა კი დადგა დრო დავსვათ მარადიული კითხვა, რომელზეც პასუხი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება : უძლიერესია გუნდი, რომელიც უკეთესად თამაშობს თუ გუნდი რომელიც გამარჯვებას ზეიმობს? "რეალისთვის" პასუხი გასაგებია. ეს ბიჭები სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოდნენ და დაამტკიცეს, რომ ბუფონის გაგდებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მათი წარმატებისთვის. მათმა გაუთავებელმა გამარჯვებებმა გუნდი იმდენად გააგიჟა , რომ ვერანაირი ლოკალური წარუმატებლობა ვერ აკარგვინებს თავდაჯერებას : მათ იციან , რომ ყველაფრის გამოსწორება ერთი ეპიზოდით შეუძლიათ. ვასკესის ერთი გაქცევა, რონალდუს ფეხის დადება ან ვარანიგან ბურთის გამოტანა.

"რეალის" ეს გამარჯვებები იდეალურ დანაშაულს შეგვიძლია შევადაროთ. შორი არ არის ის დრო, როდესაც მას დასჯიან. ფეხბურთელებს ასაკი დაეწევათ ან მარადიული ზეწოლა დაღლით. მოდრიჩის გადაცემა აღარ იქნება ხელოვნება, გაძეგლებულ ბენზემას არტ-ჰაუსი შეამჩნევს, ხოლო ნავასის შეცდომები პიკს მიაღწევს. ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება - ასეთია ყველა უძლიერესი გუნდის მომავალი - მაგრამ არა ამ სეზონში.

იქამდე, ვიდრე "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაწერს თავს როგორც საუკეთესოს ისტორიაში, მოწინააღმდეგეები განაგრძობენს მსაჯებზე აპელირებას და ასაღებენ საკუთარ თავებს განტევების ვაცებად. პრინციპში ეს როლი მათ უხდებათ : ტრამვებით გაწამებული "ბაიერნი" , რომლის მთავარი იმედი დამსახურებული პენსიონერი რიბერი გახლდათ, უბრალოდ ვერ შეძლო ამ მანქანასთან გამკლავება. "ლივერპული" რომელიც დღეს ფინალში გავა მითუმეტეს ვერ შეძლებს.
"რეალი" ჩემპიონი, რომელმაც "ბაიერნი" დაცხრილა და "ლივერპულს" გაჭყლეტს

მოვიდა დრო კიდევ ერთხელ დავსვათ მარადიული საფეხბურთო კითხვა - რომელია უფრო ძლიერი , ვინც ლამაზად და უკეთესად თამაშობს თუ ვინც გამარჯვებას ზეიმობს ? სალაჰის ყველა ლამაზ შეტევას , ფირმინიოს და მანეს ყველა ლამაზ გადაცემას ან საგოლე მომენტს "რეალი" ერთი გამოტანით და კონტრშეტევით უპასუხებს ან კაზემიროს დამატებით, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს. არ დაგვავიწყდეს ბრაზილიელი ეშმაკი მარსელო , რომელმაც სული დიდი ხნის წინ გაყიდა, ნუ დავივიწყებთ მის გენიალურ დრიბლინგს. "ლივერპული" მიეჩვია მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებას და სწორედ ამიტომაც არ ეყოფა ძალები გუნდის დამარცხებისთვის, რომელსაც ყველაფერი ამოუწურავი აქვს - ფიზიკური და მორალური ძალა , მოთმინება, სიკაჟე და გამოცდილება.

ფორმალურად "რეალს" ერთი თამაში აქვს მოსაგები, რათა ევროპის საუკეთესო გუნდის წოდებას მესამედ დაეუფლოს. "მადრიდელებს" შეგვიძლია ახლაც მივულოცოთ. და თუ ისინი საფეხბურთო ბოროტებად მოიაზრებიან, რომლისგანაც ყველა დავიღალეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფინალურ წერტილში მათგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. "ლივერპულს" ჰეფი-ენდი არ ელის , ეს ფეხბურთია და არა ჰოლივუდური მელოდრამა.
  • 2-05-2018, 15:11 3393
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
სტატია, რომლის გამოც უკვე ხვალ ავტორის არაპროფესიონალიზმზე საუბარს შევძლებთ ან პირიქით.
სტატია, რომლის გამოც უკვე ხვალ ავტორის არაპროფესიონალიზმზე საუბარს შევძლებთ ან პირიქით.
სტატია, რომლის გამოც უკვე ხვალ ავტორის არაპროფესიონალიზმზე საუბარს შევძლებთ ან პირიქით.
სტატია, რომლის გამოც უკვე ხვალ ავტორის არაპროფესიონალიზმზე საუბარს შევძლებთ ან პირიქით.
სტატია, რომლის გამოც უკვე ხვალ ავტორის არაპროფესიონალიზმზე საუბარს შევძლებთ ან პირიქით.
სტატია, რომლის გამოც უკვე ხვალ ავტორის არაპროფესიონალიზმზე საუბარს შევძლებთ ან პირიქით.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას