ფეხბურთი შენი წესებით

"ატლეტიკო" "ევროპა ლიგის" ფინალშია

image
დიეგო სმეონეს გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია.

ესპანეთში "არსენალსა" და "ატლეტიკოს" შორის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. პირველი თამაში "ემირეითზე" ფრედ 1:1 დამთავრდა. "ვანდა მეტროპოლიტენზე" გუნდებმა ფრთხილი ფეხბურთი შემოგვთავაზეს. პირველ ნახევარში გუნდებმა ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს ესპანელებმა სწრაფი შეტევა გოლად გარდასახეს. საგოლე გადაცემით გრიზმანი გამოირჩა, ხოლო დიეგო კოშტამ დევიდ ოსპინას კარის ბადეში ბურთი გაახვია.

მეორე ნახევარში გუნდებმა ღია თამაში ითამაშეს. რამოდენიმე მომენტი გრიზმანსაც ჰქონდა, მაგრამ ფრანგი არადამაჯერებელი იყო. დიეგოსაც შეეძლო დუბლის გაფორმება , მაგრამ მისი დარტყმა "არსენალის" მცველმა ჩაკეტა.

ამის შემდეგ გუნდებმა სახიფათო შეტევები გაცვალეს , თუმცა მატჩის შედეგი ტაბლოზე უცვლელი დარჩა. "ატლეტიკომ" ინგლისელები ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და "ევროპა ლიგის" ფინალის საგზური მოიპოვა.
  • 4-05-2018, 01:13 151
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
დიეგო სმეონეს გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
დიეგო სმეონეს გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
დიეგო სმეონეს გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
დიეგო სმეონეს გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
დიეგო სმეონეს გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
დიეგო სმეონეს გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას