ფეხბურთი შენი წესებით

ინიესტას დიდებული "კლასიკოები"

image
ანდრეს ინიესტას ბოლო კლასიკო დღეს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით მას ვუძღვნით ამ სტატიას..

#1 დებიუტი და გამარჯვება 2004 წელს
iniesta_2004_05_1btocybhrt0zr1s3bbca7q231q

შვეთმა თავდამსხმელმა, ჰენრიკ ლარსონმა, ხოლოს მის მაგივრად 2004 წლის 20 ნოემბერს "ელ კლასიკოში" ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. ესპანელმა შვედი შეცვალა და მინდორზე 19 წუთი გაატარა, ეს მისი პირველი "კლასიკო" იყო, რომელიც "ბარსელონამ" სამუელ ეტო'ოს, ჯოვანი ვან ბრონხოშტის და რონალდინიოს გოლებით მოიგო.

#2 პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" და მარცხი
andres_iniesta_zinedine_zidane_of_real_madrid_during_a_primera_liga_barcelona_real_madrid_camp_nou_1_april_2006_1nmali11u9b5n1wltys000bdk3
delete my hotmail account

მის პირველ "კლასიკოში" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონა" დამარცხდა, ანდრესი კი მინდორზე 90 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. რაიიკარდის შეგირდები 4-2 დამარცხდნენ "რეალთან". "ბარსელონა" მარკესის და ხავის გოლებით 2-0 იგებდნენ, თუმცა ზიდანის პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.

#3 რონალდინიოს შედევრი "ბერნაბეუზე"
xavi_iniesta_ronaldinho_191acbm77hty51hi7gqbwnmjxs

ინიესტამ ამ მატჩში 20 წუთი ითამაშა, თუმცა ეს მისი პირველი გამარჯვება იყო "ბლანკოსის" წინააღმდეგ "ბერნაბეუზე". ეს რონალდინიოს საღამო იყო, ბრაზილიელმა ჯადოქარმა 2 შესანიშნავი გოლი გაუტანა "რეალს", რის შემდეგაც იგი აპლოდისმენტებით დაასაჩუქრეს "რეალის" გულშემატკივრებმა.

#4 დასამახსოვრებელი 6-2
barcelona_real_madrid_6_2_2_may_2009_1v27r78qumdd91nbq0zoo9bwmq

ეს მატჩი "ბარსელონას" ქომაგს ალბათ არასდროს დაავიწყდება. ანდრეს ინიესტამ შესანიშნავად ითამაშა მოედნის ცენტრში ჩავისთან და ბუსკეტსთან ერთად. მატჩი "ბლაუგრანამ" 6-2 გამარჯვებით დაასრულა და პეპ გუარდიოლამ პირველი გამარჯვება იზეიმა "კლასიკოში". ამ სეზონში კატალონიელებმა "ტრიპლეტი" მოიგეს.

#5 "მოკეტე კრიშტიანუ!"
iniesta_cristiano_ronaldo_16ifp39pdccs01i2gw38ty01x2

2009/10 სეზონში "ბარსელონამ" რთულ დაპირისპირებაში დაამარცხა "რეალი" 1-0. ამ მატჩში ინიესტას თამაში გაუჭირდა, როგორც "ბარსას" თითოეულ ფეხბურთელს. ლასანა დიერას და ანდრეს შეჯახება, სადაც კრიშტიანუ რონალდუმ ინიესტა სიმულაციაში დაადანაშაულა და ამაზე აღშფოთებული ანდრესის სიტყვები მის მიმართ: "მოკეტე კრიშტიანუ!"

#6 მასტერკლასი "კამპ ნოუზე"
barcelona_5_0_real_madrid_hd_7i16y8i6zorh1po7r5ocat18l

2010 წელი, ჟოზე მოურინიოს "რეალი" "კამპ ნოუზე" ჩავიდა, სადაც ინიესტასთან ერთად ლიონელ მესიმ და ჩავი ერნანდესმა შედევრები შექმნეს.. "ბარსელონამ" საკუთარ კედლებში "რეალს" მასტერკლასი ჩაუტარა და 5-0 დაამარცხა.

#7 პირველი გოლი "კლასიკოში" და შემდეგი ტიტული
iniesta_supercopa_goal_real_madrid_1uj3zeyd4glxu10qqzzff2xl0i

2011 წელს "ბარსელონამ" მოურინიოს "რეალი" დაამარცხა, სადაც ანდრეს ინიესტამ თავისი პირველი გოლი გაიტანა "კლასიკოში". ეს ის კლასიკოა, სადაც მოურინიომ გუარდიოლას ასისტენტს, ტიტო ვილიანოვას კინაღამ თვალი "გამოჩიჩქნა".

#8 კიდევ ერთი გოლი და 4-3 გამარჯვება მადრიდში
neymar_andres_iniesta_cesc_fabregas_barcelona_real_madrid_la_liga_10262013_17pajb9ixotd11nspp7llpu3e9

2013-14 წლების სეზონში, ტატა მარტინოს "ბარსელონამ" "ბერნაბეუზე" "რეალი" 4-3 დაამარცხა, სადაც ინიესტამ კიდევ ერთი გოლი მესის შესანიშნავი პასის შემდეგ გაიტანა. ამ მატჩში თავად მესიმ ჰეთ-რიკი შეასრულა, აქედან ორი პენალტი იყო.

#9 4-0 გამარჯვება "ბერნაბეუზე" და აპლოდისმენტები "რეალის" ქომაგისგან
andres_iniesta_real_madrid_barcelona_la_liga_21112015_13ecd9hrq2gxj1xec101d45d4a

ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" "რეალი" 4-0 გაანადგურეს. ეს მატჩი მთლიანად ინიესტასი იყო. ანდრესს ყველგან ნახავდით, მაგრამ იგი 77-ე წუთზე შეცვალეს, "ბერნაბეუზე" შეკრებილმა პუბლიკამ კი იგი აპლოდისმენტებით გააცილა. ეს იყო მესამე შემთხვევა, როდესაც "რეალის" ქომაგმა "ბარსელონას" ფეხბურთელი აპლოდისმენტებით გააცილეს, აქამდე პუბლიკამ მარადონა და ინიესტა დაასაჩუქრა.

#10 დროა თქვა მშვიდობით
291290_54_news_hub_235764_656x500

დღეს გასამართი "კლასიკო" ინიესტასთვის ბოლო იქნება, რადგან იგი სეზონის ბოლოს "ბარსელონას" ტოვებს. ეს მატჩი ანდრესისთვის გამორჩეული იქნება ყველა თვალსაზრისით. "ბარსელონას" კაპიტანმა მონაწილეობა მიიღო 37 "კლასიკოში", რომელშიც 16-ჯერ გამარჯვებული დარჩა, 9-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო 12-ჯერ დამარცხდა. დღეს ნამდვილად ეცდება "ბარსელონა", რომ "ელ კლასიკო" მოიგოს, რათა ამით კიდევ ერთი გამარჯვება დაუფროვდეს ინიესტას.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
ანდრეს ინიესტას ბოლო კლასიკო დღეს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით მას ვუძღვნით ამ სტატიას..
ანდრეს ინიესტას ბოლო კლასიკო დღეს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით მას ვუძღვნით ამ სტატიას..
ანდრეს ინიესტას ბოლო კლასიკო დღეს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით მას ვუძღვნით ამ სტატიას..
ანდრეს ინიესტას ბოლო კლასიკო დღეს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით მას ვუძღვნით ამ სტატიას..
ანდრეს ინიესტას ბოლო კლასიკო დღეს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით მას ვუძღვნით ამ სტატიას..
ანდრეს ინიესტას ბოლო კლასიკო დღეს გაიმართება, ამასთან დაკავშირებით მას ვუძღვნით ამ სტატიას..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას