ფეხბურთი შენი წესებით

კლოპი: "ზიდანმა რაც გააკეთა დიდებულია, თუმცა კიევში მოსაგებად მივდივართ"

image
კლოპმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა..

"მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათ ბევრი გოლი გაიტანეს. მათი შედეგი მართლაც ჩანს, რადგან ისინი არ არიან "რეალის", ან "ბარსელონას" ფეხბურთელები, ისინი სწორ გზას ადგანან. ძალიან გიჟური სეზონი იყო".

"მე თითოეულ ფეხბურთელთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს, მე ვარ უფროსი, ხოლო ისინი რიგითი თანამშრომლები. მათთან ვცდილობ ახლო ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ არა ძალიან ახლო, რადგან მათ იცოდენ ვინ არის ბოსი".

"რეალი" ამ გათამაშების არაერთი გამარჯვებული კლუბია, რომელიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. თითოეულ პოზიციაზე მათ საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ და სათადარიგოთა სკამს რომ გადავხედოთ, რესურსიც მშვენიერი აქვთ".

"ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ მის წინააღმდეგ არ გვიწევს თამაში. მე აღფრთოვანებული ვარ მისით და დიდ პატივს ვცემ, მან რაც გააკეთა დიდებულია, თუმცა კიევში მოსაგებად მივდივართ".

"მე ნამდვილად მინდა ამ გათამაშების მოგება. უკვე დავთმე ფინალი და ახლა ვფიქრობ დროა, რომ იგივე არ განმეორდეს".

წყარო: Marca
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
კლოპმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა..
კლოპმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა..
კლოპმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა..
კლოპმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა..
კლოპმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა..
კლოპმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას