ფეხბურთი შენი წესებით

ანდრეს ინიესტა და მისი თეატრი

image
27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ანდრეს ინიესტა 22 წლის შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დატოვებდა.

Ddt_I3_Yn_U8_AEO5rt

ეს დღეც დადგა და გულშემატკივრების თვალები ცრემლებით აივსო. გუნდს ემშვიდობება ნამდვილი შემოქმედი. შემოქმედი, რომელიც მოედანზე სასწაულებს სჩაიოდა, აწვიდა ულამაზეს პასებს, მეტოქეს ელეგანტური მოძრაობებით იშორებდა და ხშირად ერთი მსახიობის სპეკტაკლსაც გვთავაზობდა. ანდრესი იმ იშვიათ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები აპლოდისმენტებით აცილებდნენ მოედნიდან.

მან ისეთი გაცილება, როგორიც კატალონიურმა გრანდმა მოუწყო, ნამდვილად დაიმსახურა. დაიმსახურა როგორც ფეხბურთელმა, ასევე როგორც პიროვნებამ!

Ddt_C1_OZVw_AUZ71


გუშინ მან ბოლოჯერ იასპარეზა "ლურჯ-ბროწეულისფერი" მაისურით, მანამდე კი კლუბმა საწვრთნელ ბაზაზე ბარბექიუ მოაწყო, რომელსაც მთლიანი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ესწრებოდა. რა თქმა უნდა, ეს პერსონალურად ინიესტას და მის წასვლას ეძღვნებოდა.

ასევე გაიმართა ღონისძიება "კამპ ნოუზე"




ემოციური იყო გუშინ მატჩის შემდეგ "კამპ ნოუზე" გამართული ღონისძიებაც, როდესაც ანდრესი საბოლოოდ დაემშვიდობა გულშემატკივრებს.

Ddq_Uv_Mx_VQAAp_Vcq




მოგვიანებით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორც ზის ცარიელი "კამპ ნოუს" შუა გულში ფეხშიშველი და ბოლოჯერ ტკბება მოედნის ცქერით როგორც ფეხბურთელი.

Ddrpe_KWVQAA2_X
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას