ფეხბურთი შენი წესებით

კასილასი: ვიცი კარიუსი რასაც გრძნობს

image
Image "ლა ლიგის" ერთ-ერთ შეხვედრაზე, იკერ კასილასს კარიუსის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც მან განაცხადა, რომ კარგად იცის რას გრძნობს "ლივერპულის" მეკარე ახლა.

"რა თქმა უნდა გამიხარდა, რომ "რეალმა" გაიმარჯვა, მაგრამ კარიუსის გამო საკმაოდ შეწუხებული დავრჩი. მე ის გავიცანი, როდესაც ჩვენ "ჩემპიონთა ლიგის" 1/16 ფინალში შევხვდით. ის ძალიან კარგი, თავმდაბალი ადამიანია და არ არის სასიამოვნო როცა შენს კოლეგას მსგავსი რამ ემართება".

"ეს შესაძლოა ყველას მოუვიდეს. ზოგჯერ იღბალი უბრალოდ შენსკენაა, ზოგჯერ კი ის ზურგს გაქცევს. ბენზემას გოლის გატანის მომენტში საკმაოდ გაუმართლა. დამიჯერეთ, საკმაოდ რთულია უბრალოდ დაივიწყო ეს ყველაფერი და ამოიგდო თავიდან, გინდა თუ არა შენ ამაზე ფიქრს მაინც აგრძელებ".

"მიუხედავად იმისა, რომ ბენზემას გოლის შემდგომ "ლივერპულმა" გაათანაბრა, ამას შემდეგ ბეილის გასაოცარი გოლი მოჰყვა, რაც მეკარისთვის მორიგი ცივი შხაპი იყო. მე კარიუსის სრულიად მესმის. მსგავსი რამ მეც შემემთხვა, როდესაც ჰოლანდიას დავუპირისპირდით ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე"- განაცხადა კასილასმა.

ინფორმაციის წყარო: As.com
მსგავსი სიახლეები
იკერ კასილასმა კარიუსის დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

იკერ კასილასმა კარიუსის დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

იკერ კასილასმა კარიუსის დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

იკერ კასილასმა კარიუსის დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

იკერ კასილასმა კარიუსის დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

იკერ კასილასმა კარიუსის დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]