ფეხბურთი შენი წესებით

ვაისი: "ჩვენ ჩაკეტილი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ"

image
Image ლატვიასთან მატჩამდე, ვაისმა პრესკონფერენცია გამართა..

"ლატვიას იმაზე ნაკლები ქულა აქვს ვიდრე თამაშის ხარისხს აჩვენეს. ერთა ლიგისთვის ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელმაც სათამაშო სქემა შეცვალა და გუნდი 4-4-2 ტაქტიკაზე გადაიყვანა. ლატვია კარგად იცავს თავს, განსაკუთრებით კი, მოედნის ცენტრს და სახიფათო სტანდარტებს ასრულებს. ჩვენ სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ".

"ხვალ, ორი განსხვავებული სათამაშო სქემის დაპირისპირება იქნება. შესაძლოა ჩვენი საშინაო შეხვედრის მსგავსი თამაში ვიხილოთ, თუმცა ვნახოთ ორივე გუნდი გამარჯვრბისთვის ითამაშებს და ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო, გახსნილ მატჩს იხილავს. ჩვენ ჩაკეტილი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ, რადგან ეს სახიფათოა. ხვალ ვისი ტაქტიკაც იქნება უკეთესი, ვისაც უფრო გაუმართლებს და ვინც უფრო მეტს იმუშავებს მოედანზე ის გაიმარჯვებს".

"თეორიულად ჩვენს ჯგუფში მყოფ ყველა გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს და მოსაგებად ვითამაშებთ, ვნახოთ რას დაგვიპირისპირებს მეტოქე, რომელიც ცუდად ნამდვილად არ თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ გოლს არ ვუშვებთ და ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ვთვლი, რომ გუნდს ახლა უფრო უკეთ ესმის რას ვითხოვთ ჩვენ მათგან და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. გუნდის თამაში ახლა უკეთ ორგანიზებულია, განსაკუთრებით კი დაცვაში. რა თქმა უნდა, ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ არ გვიწევს თამაში, თუმცა ამ ეტაპზე გუნდი კარგად მუშაობს და იმედი მაქვს, რომ ხვალ დადებით შედეგს ვაჩვენებთ".

"ჯერ არაფერი არ არის მიღწეული, ამიტომ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, ყველა ვფიქრობთ ჯგუფიდან გასვლაზე და ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია".

წყარო: GFF
მსგავსი სიახლეები
ლატვიასთან მატჩამდე, ვაისმა პრესკონფერენცია გამართა..
ლატვიასთან მატჩამდე, ვაისმა პრესკონფერენცია გამართა..
ლატვიასთან მატჩამდე, ვაისმა პრესკონფერენცია გამართა..
ლატვიასთან მატჩამდე, ვაისმა პრესკონფერენცია გამართა..
ლატვიასთან მატჩამდე, ვაისმა პრესკონფერენცია გამართა..
ლატვიასთან მატჩამდე, ვაისმა პრესკონფერენცია გამართა..
როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]