ფეხბურთი შენი წესებით

კატალონია დიდი დაბრუნების მოლოდინში

image
სრულიად კატალონია MSN-ის დაბრუნებას ელოდება..

ესპანური გამომცემლობა "Mundo Deportivo" იტყობინება, რომ ნეიმარი უკმაყოფილოა "პსჟ"-ში თამაშით, რადგან "ლიგა 1"-ს დაბალი დონე აქვს და ძლიერი გუნდი ფაქტობრივად არ არსებობს. ბრაზილიელმა შემტევმა უკვე აცნობა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება სურს და იქ გატარებული დრო ენატრება.

ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" ყოფილ სპორტულ დირექტორს რობერტ ფერნანდესსა და ნეიმარს შორის არაერთხელ შედგა საუბარი სატელეფონი ზარით მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

აქამდე ნეიმარის დაბრუნება თუ შეუძლებელი მისი იყო კატალონიელთათვის, ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "ბარსას" დირექტორთა საბჭომ ბიუჯეტისთვის 960 მილიონი ევრო დაამტკიცა და ეს ნეიმარის ტრანსფერს უფრო დამაჯერებელს ხდის.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რაც კლუბში სამუშაოდ ერიკ აბიდალი მივიდა, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-ს პრეზიდენტს, ნასირ ალ-ხელაიფს "ბარსელონა" დიდად არ მოსწონს, თუ კატალონიელები ნეიმარის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან, იგი ვერაფერს გახდება. ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზე არის დამოკიდებული და სრულიად კატალონია დიდ დაბრუნებას ელოდება.

წყარო: Goal
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
სრულიად კატალონია MSN-ის დაბრუნებას ელოდება..
სრულიად კატალონია MSN-ის დაბრუნებას ელოდება..
სრულიად კატალონია MSN-ის დაბრუნებას ელოდება..
სრულიად კატალონია MSN-ის დაბრუნებას ელოდება..
სრულიად კატალონია MSN-ის დაბრუნებას ელოდება..
სრულიად კატალონია MSN-ის დაბრუნებას ელოდება..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას