ფეხბურთი შენი წესებით

ფაქტობრივად გადაწვეტილია: აზარი "რეალში" ითამაშებს

image
"არისტოკრატები" აზარის შესანარჩუნებლად ველაფერს აკეთებენ..

როგორც ბელგიური გამომცემლობა "HNL" წერს, "ჩელსი" აპირებს ედენ აზარი გახადოს "პრემიერ ლიგაში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და მას წელიწადში 18 მიილიონი ევრო გადაუხადოს. ამ ეტაპზე "პრემიერ ლიგის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, აზარის თანამემამულე, კევინ დე ბრუინია, რომელსაც "სიტი" წელიწადში 15 მილიონ ევროს უხდის.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, თუმცა "ჩელსი" თვლის, რომ შეთანხმებას მიაღწევს აზარის აგენტთან. ედენი მიმდინარე ხელშეკრულებით 13,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში და კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება. ბოლოს აზარმა ახალი ხელშეკრულება 2015 წელს გააფორმა, თუმცა მისი განცხადებები "ჩელსის" აშინებს და მზად არის მისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

მადრიდის "რეალი" ყველაფერს გააკეთებს, რათა იანვარში ბელგიელმა შემტევმა თეთრი მაისური მოირგოს, ხოლო თუ ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ გამოუვა, მაშინ აზარს ზაფხულში მიუბრუნება და მისი შანსები უკვე გაზრდილი იქნება. "რეალი" ფიქრობს, რომ იგივე მდგომარეობა იქნება, რაც ტიბო კურტუასთან დაკავშირებით. ფეხბურთელი არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და "ჩელსი" მოლაპარაკებებს დაიწყებს, რადგან ისინი აზარს დაკარგავენ. ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზე არის დამოკიდებული, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა "სამეფო კლუბის" მაისური მოირგოს. აზარი არ ახანგრძლივებს, "რეალს" მისი დამატება სურს, ფაქტობრივად ყველაფერი გადაწვეტილია და მაქსიმუმ 2019 წლის ზაფხულს, აზარი "რეალის" მაისურს მოირგებს.

წყარო: AS
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
"არისტოკრატები" აზარის შესანარჩუნებლად ველაფერს აკეთებენ..
"არისტოკრატები" აზარის შესანარჩუნებლად ველაფერს აკეთებენ..
"არისტოკრატები" აზარის შესანარჩუნებლად ველაფერს აკეთებენ..
"არისტოკრატები" აზარის შესანარჩუნებლად ველაფერს აკეთებენ..
"არისტოკრატები" აზარის შესანარჩუნებლად ველაფერს აკეთებენ..
"არისტოკრატები" აზარის შესანარჩუნებლად ველაფერს აკეთებენ..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას