ფეხბურთი შენი წესებით

რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა!

image
მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფიფას და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპლექსი სიმბოლური დარტყმით გაიხსნა და ოფიციალური სტუმრებისათვის საჩვენებელი ტური ჩატარდა, რის შემდეგაც გამომსვლელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც დღეიდან ახალ აკადემიაში იცხოვრებენ, წარმატება უსურვეს.

ღონისძიების მასპინძელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ოფიციალურ მიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს მაქსიმალური ჩართულობისთვის და აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„უპირველესად მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად ამაყი ვარ ამ პროექტით , რომელიც წარმოადგენს წარმოადგენს ქართული პროფესიული ფეხბურთის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რადგან სფეროს განვითარება წარმოუდგენელია ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გარეშე.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროექტში არ დახარჯულა სახელმწიფო ბიუჯეტი- სრული ხარჯი მოზიდული ინვესტიციებით განხორციელდა.

ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ და სხვა მიმართულებებით ხელს ვუწყობთ ქვეყანაში სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის პოპულარიზაციას. რაც დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და სასიხარულია, რომ ამის დაკვეთა სახელმწიფოსგან მოდის. ის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იქნება ჩართული არამხოლოდ პროფესიონალურ, არამედ მოყვარულთა ფეხბურთშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში თაობების უკეთესი მომავლისათვის და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
უდიდესია ფიფასა და უეფას წვლილი, რომლებიც დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად და იზიარებენ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას.

ფეხბურთის ფედერაციის ხედვა, სწორედ აკადემიების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მოიცავს - აკადემია არის ღირებული ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი, რომელიც წარმოადგენს სრულ საფეხბურთო კომპლექსს. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.


„პირველ რიგში მსურს, უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრე ჩეფერინის სახელით, მოგესალმოთ და მოგილოცოთ რუსთავის აკადემიის გახსნა. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა 10 წლის შემდეგ რუსთავში დაბრუნება. აქ პირველად ჩემს მეგობარ, დავით პეტრიაშვილთან ერთად გახლდით და მსურს, მას მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რაც მან ამ ორი ორგანიზაციის დაახლოებასა და ურთერთობის გაღრმავებაში შეიტანა. „ჰეთ-თრიკის“ პროგრამის საშუალებით ტექნიკური ცენტრი „ბასას“ აშენება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის განახლება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები იყო. მიუხედავად უამრავი წარმატებული პროექტისა, ჩემი აზრით, რუსთავის აკადემია მათ შორის საუკეთესოა. ეს სწორედ იმის დასტური გახლავთ, რომ ჩვენ და ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ერთმანეთთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. უეფამ დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და სკოლებს ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად 55 ქვეყანას შორის შერჩეულ 4 ქვეყანაში ერთ-ერთი სწორედ საქართველოა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ერთა ლიგაში მიღწეული წარმატება უეფასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გთხოვოთ, რომ ასე გააგრძელოთ,“- ტიერი ფავრი, უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ერთი საფეხბურთო ბაზა, აკადემია შეემატა ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, ფეხბურთი და სპორტი რამდენად მნიშვნელოვანია, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა, იმიტომ რომ თუ რამე წარმატებას მივაღწიე - სწორედ ფეხბურთით. კიდევ უფრო მეამაყება, რომ დღეს გვაქვს საშუალება შევცვალოთ ის, რაც ყოველთვის პრობლემა იყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ნიჭიერი მომავალი თაობა გვეზრდება. ზუსტად, პირველ რიგში მათ სჭირდებათ, რომ შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები, რათა მომავალში წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ. ასევე, მინდა ახალგაზრდებს მივმართო - განათლების გარეშე შეუძლებელია იყო წარმატებული ნებისმიერ სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტი, ბიზნესი თუ სხვა რაიმე მიმართულება. ამიტომ, ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის პათოსს და მეამაყება ის, რომ ამ აკადემიაში არის შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელმა ბავშვებმა მიიღონ განათლებაც.

ლევან, მინდა წარმატებები გისურვო. მართლაც, ზუსტად თქვენი სწორი მენეჯმენტის გამო არის დღეს ყველაფერი, რაც განხორციელდა და ეს აისახა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც. შემთხვევით არ არის ის, რომ დღეს ჩვენ ჯგუფში ვართ პირველ ადგილზე და წარმატებულად აგრძელებს ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშებს. მინდა, ეროვნულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება გიდგათ გვერდში, ასევე დაგიდგებათ დედაქალაქის მერიაც,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას