ფეხბურთი შენი წესებით

"რეალს" ზლატანის ტრანსფერი შეუძლია

image
როგორც ჩანს "რეალისთვის" ზლატანის ტრანსფერი პრობლემა არ არის..

რამდენიმე დღის წინ, პრესაში გავრცელნა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატების სურვილს გამოთქვამდა. ლოპეტეგის შეგირდები ძალიან ბევრჯერ ურტყამენ კარისკენ, თუმცა კარში და მითუმეტეს გოლი, შედარებით ძალიან ცოტა გადის. სწორედ ამიტომ მადრიდელები ცდილობენ ზლატანის შეძენას, მითუმეტეს როდესაც, მისი ტრანსფერი რთული გასაჩარხი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ზლატანი უკვე 37 წლის არის, ახლაც ამტკიცებს, რომ დიდებული თავდამსხმელია. მარტის თვეში შვედი ფორვარდი შეერთებულ შტატებში გადაბარგდა და "MLS"-ში განაგრძო კარიერა. "გალაქსის" შემადგენლობაში მან ჩაატარა 26 მატჩი და გაიტანა 22 გოლი. მართალია აშშ-ს ჩემპიონატის დონე არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ეს მაინც შესანიშნავი სტატისტიკაა.

ზლატანს კონტრაქტი 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე აქვს, ამიტომ "რეალი" მას უფასოდ ვერ დაიმატებს, მაგრამ თუ "სამეფო კლუბი" გადაწვეტს იბრას დამატებას, ფლორენტინო პერესს მის სანაცვლოდ დიდი ფულის გადახდა არ მოუწევს. ასევე იბრაჰიმოვიჩი იღებს ძალიან დაბალ ხელფასს, წელიწადში 2 მილიონ ევროს.

მას შემდეგ, რაც ბენზემას თითქმის 2 თვე არ ჰქონდა გატანილი და მარიანოს ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია, იბრას ტრანსფერი უფრო რეალური ჩანს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმით, რომ მისი ტრანსფერი ძვირი არ დაჯდება, არ არის გამორიცხული, რომ იანვარში იბრაჰიმოვიჩმა "რეალის" მაისური მოირგოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მან იცი როგორ უნდა გაიტანოს გოლები.

წყარო: AS
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
როგორც ჩანს "რეალისთვის" ზლატანის ტრანსფერი პრობლემა არ არის..
როგორც ჩანს "რეალისთვის" ზლატანის ტრანსფერი პრობლემა არ არის..
როგორც ჩანს "რეალისთვის" ზლატანის ტრანსფერი პრობლემა არ არის..
როგორც ჩანს "რეალისთვის" ზლატანის ტრანსფერი პრობლემა არ არის..
როგორც ჩანს "რეალისთვის" ზლატანის ტრანსფერი პრობლემა არ არის..
როგორც ჩანს "რეალისთვის" ზლატანის ტრანსფერი პრობლემა არ არის..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას