ფეხბურთი შენი წესებით

დაბადებული შემოქმედებისთვის!!!

image
გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარ სამომავლო იმედსა და წარმატების გასაღებს უკავშირდება. თუ რაოდენ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მაღალი ტალანტის მქონეა 19 წლის ფეხბურთელი, ამის შესახებ ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, ახლა კი ჯერი ევროპაზე დადგა, რომლის მედიაც ყოველდღიურად აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას გიორგი ჩაკვეტაძეზე და გრანდებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი ამომავალი ვარსკვლავის შესაძენად აქტიურად მოუწოდებს.

ბოლო დღეების განმავლობაში მოგახსენეთ, რომ ჩაკვეტაძის შეძენით გერმანული გრანდები, განსაკუთრებით კი დორტმუნდის ბორუსია და ლევერკუზენის ბაიერი ინტერესდებოდნენ, ახლა კი ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ, რომელიც პორტუგალიურმასპორტულმა მედია საშუალება goalpoint.pt ჯვაროსნებისა და ბელგიური გენტის შემტევს მიუძღვნა.

„გიორგი ჩაკვეტაძე - ეს გვარი ცოტა რთული წარმოსათქმელია, თუმცა უახლოეს წლებში ის ევროპულ ფეხბურთში იმდენად ხშირად გაიჟღერებს, რომ ყველას მარტივად და კარგად დაამახსოვრდება.

ეს ახალგაზრდა ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. ის თბილისში 1999 წლის აგვიტსოში დაიბადა და 18 წლის ასაკში საკუთარი შესაძლებლობები ბელგიის ჩემპიონატში გამოავლინა. ქართველი გენტმა თბილისის დინამოდან 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა მას საგრძნობი წინსვლის წელიწადი აქვს. მან იუპილერ ლიგაში უკვე 1000 წუთზე მეტი, ხოლო ეროვნულ გუნდში 5 მატჩი ითამაშა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და უმაღლესი დონის ჩემპიონატში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს, მაგრამ მისი სტატისტიკის გამომსახველი ციფრები შთამბეჭდავია. ჩაკვეტაძეს კონტრაქტი ბელგიურ კლუბთან 2020 წლამდე აქვს.

ქართველი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველია, თუმცა მას როგორც ცენტრალური თავდამსხმელის, ისე მარცხენა ვინგერისპოზიციაზე თამაში შეუძლია. ის ქართული წარმოშობის „შვეიცარიული დანაა“. მისი ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩაკვეტაძეს ყველაფრის ძალიან მაღალ დონეზე გაკეთება შეუძლია. ის წარმოუდგენელი ტალანტის მქონე ნახევარმცველია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შემოქმედებისთვისაა დაბადებული. მის შესაძლებლობები თავისუფლად შეგვიძლია გავაიგივოთ მესის, ნეიმარსა და დე ბრუინთან.

გიორგის განსაკუთრებულ სტატისტიკაზე ისიც მეტყველებს, რომ მისი შორეული გადაცემების 75% ზუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძე 1.83 მ სიმაღლისაა, ის ძალიან სწრაფია და მას სიჩქარის ცვლა მარტივად შეუძლია. იგი მიეკუთვნება ფეხბურთელთა კატეგორიას, რომელსაც პოზიციების სწრაფი ცვლა წარმატებულად გამოსდით.

გოლები და დარტყმები:
საბოლოო ჯამში, ამ სეზონში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია - 4 გენტში, სამი კი ეროვნულ გუნდში. ეს მაჩვენებელი გასაკვირი არ იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც გიორგის თამაშს თვალს რეგულარულად ადევნებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი თითოეულ მატჩში საშუალოდ 2.1 დარტყმას ასრულებს, აქედან 1.2 კი ზუსტია. ჩაკვეტაძის შეტევა ნებისმიერი მცველისთვის საფრთხის შემცველია. განსაკუთრებულად კარგი ის მარცხენა ფლანგზეა, საიდანაც მან ერთა ლიგის არსებობის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა.

ზუსტად ეს მანერა, რომელიც კარგი დრიბლინგის წყალობით საჯარიმოში შეღწევას გულისხმობს, განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩაკვეტაძე შეხვედრებს მარცხენა ფლანგის შეტევიდან იწყებს, საიდანაც მას ცენტრალურ ზონაში თავისუფლად შესვლა შეუძლია. თუმცა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩაკვეტაძეს ბურთი, ის მაინც ძალიან სახიფათოა. ის, რა კუთხითაც გიორგის უჭირს, თავდაცვითი ქმედებებია. მის ანგარიშზე საშუალოდ მხოლოდ 0.5 ვარდნა, 0.3 ჩაჭრილი გადაცემა და 1.5 შეჩერებაა. მას დაცვაში თამაშის გაუმჯობესება მართებს.

სისუსტეები გიორგის თამაშში ნორმალურია, რადგან ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ასეთი სირთულის ჩემპიონატში პირველ სრულ სეზონს ატარებს, მაგრამ ის, რასაც ჩაკვეტაძე ბურთით აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ მის უდიდეს ნიჭსა და ტალანტზე მეტყველებს.

მას აქვს ყველაფერი, რათა თქვენს გუნდს იმ სიმაღლემდე ასვლაში დაეხმაროს, რომელზეც არასდროს ყოფილა.

საკმარისია ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის სახელი და გვარი საფეხბურთო სამყაროში განსაკუთრებულად პოპულარული გახდება“.-წერს goalpoint.pt და მკითხველს ლატვიისა და საქართველოს (ერთა ლიგის მეოთხე ტური. 3:0) მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ნაჩვენები ინდივიდუალური სტატისტიკის ამსახველ ფოტოს უტოვებს.

Goal-Point-Let-nia-Ge-rgia-Nations-League-2018-MVP
aluminum hydroxide powder


სტატიისთვის მადლობა - ამირან შაიშმელაშვილს.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარ სამომავლო იმედსა და წარმატების გასაღებს უკავშირდება.
გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარ სამომავლო იმედსა და წარმატების გასაღებს უკავშირდება.
გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარ სამომავლო იმედსა და წარმატების გასაღებს უკავშირდება.
გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარ სამომავლო იმედსა და წარმატების გასაღებს უკავშირდება.
გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარ სამომავლო იმედსა და წარმატების გასაღებს უკავშირდება.
გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარ სამომავლო იმედსა და წარმატების გასაღებს უკავშირდება.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას