ფეხბურთი შენი წესებით

ვან დაიკი 20 წლის ასაკში სიკვდილს გადაურჩა - უმძიმესი ისტორია, რომელიც არ იცით

image
ამბავი, რომელიც თითქმის ყველასთვის უცნობია. ლივერპულის მცველის ვირჯილ ვან დაიკის 2012 წლის ამბავს მისი ყოფილი მწვრთნელები იხსენებენ.

ვან დაიკი მხოლოდ 20 წლის იყო, როცა გრონინგენისთვის თამაშობდა.

მაგრამ მისი კარიერა და უფრო შემაშფოთებელი ცხოვრება, თითქმის დასრულდა მას შემდეგ, რაც უმნიშვნელო ავადმყოფობა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

ერედივიზიონის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ის ცუდად გახდა, თუმცა ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს უბრალოდ გაციება იყო. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მას აპენდიციტი, პერიტონინი და თირკმლის ინფექცია ჰქონდა.

"ვირჯილი ავად იყო, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით რა სჭირდა." - განაცხადა დიკ ლუკინენმა გრონინგენის მწვრთნელმა FourFourTwo-სთან ინტერვიუში.

"თავდაპირველად გვეგონა გაცივდა. რამდენიმე დღით სახლში წავიდა, თუმცა ტკივილები ტანჯავდა. მალევე ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს და სახლში დააბრუნეს."

"ტკივილები გაუარესდა და როდესაც დედამისი მის სანახავად მივიდა, მიხვდა რამდენად ცუდი მდგომარეობა იყო. წაიყვანეს სხვა საავადმყოფოში, სადაც ყველაფერი გაირკვა."

"შოკში ვიყავი. ის კლუბში საოცრად შეცვლილი დაბრუნდა, თითქოს დიდი კაცი დაპატარავდა. საბედნიეროდ, ის მალევე გამოკეთდა."

ვან დაიკის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, იძულებულები გახდნენ ოპერაცია გაეკეთებინათ მისი სიცოცხლის გადარჩენად. სეზონის ბოლო 2 თვე გაუცდა, რათა გამოჯანმრთელებულიყო.

"ჯერ კიდევ მახსოვს ავადმყოფი როგორ ვიწექი ლოგინში. ერთადერთი რასაც ვხედავდი ჩემ ირგვლივ გაჟღენთილი მილები იყო. სხეული ფაქტობრივად მოშლილი მქონდა და ვერაფერს ვაკეთებდი. ამ მომენტში ყველაზე დიდი საშინელებაა როცა თავში მუდმივად ხმაურს გრძნობ. ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა. მე და დედაჩემი ვლოცულობდით და შესაძლო სცენარს განვიხილავდით. ერთხელ ფურცლებზე ჩემი ხელმოწერებიც დავტოვე. ეს ერთგვარი ანდერძი იყო - თუ მოვკვდებოდი, ყველაფერს დედას ვუტოვებდი. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არავის სურდა, მაგრამ ეს მაინც გავაკეთე." - იხსენებს ვირჯილი.

საბედნიეროდ, ვან დაიკი დღეს სრულად გამოჯანმრთელებულია, ფიზიკურად შესანიშნავად გრძნობს თავს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველობაზე აცხადებს პრეტენზიას.
მსგავსი სიახლეები
ამბავი, რომელიც თითქმის ყველასთვის უცნობია.
ამბავი, რომელიც თითქმის ყველასთვის უცნობია.
ამბავი, რომელიც თითქმის ყველასთვის უცნობია.
ამბავი, რომელიც თითქმის ყველასთვის უცნობია.
ამბავი, რომელიც თითქმის ყველასთვის უცნობია.
ამბავი, რომელიც თითქმის ყველასთვის უცნობია.
რონალდუს გამო "იუვეს" მოთამაშეები ტოვებენ
მბაპემ რონალდუსა და მესის შორის არჩევანი გააკეთა
UEFA-მ საუკეთესო მარკატელა გოლი გამოავლინა
სპორტინგის დიდებული შეთავაზება რონალდუს - რა აპირებს კლუბი?
ზინედინ ზიდანის პირველი იმედგაცრუება "მადრიდის რეალში"
საუბარი გაშიფრულია: რა უთხრა კოშტამ მსაჯს და პიკემ კოშტას?
სულშერმა მესი გამოიწვია
აზარი: "რეალის ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ..."
საუკუნის მომენტი - ჩუპო-მოტინგმა ბურთი მეტოქის კარის ხაზიდან გამოიტანა [ვიდეო]
რატომ არ აღნიშნა ტერ შტეგენმა ბარსელონას გოლი?
ვიდეო: ენდერსონი და რობერტსონი სალაჰის ნაცვლად ერთმანეთს ჩაეხუტნენ
ვან დაიკი 20 წლის ასაკში სიკვდილს გადაურჩა - უმძიმესი ისტორია, რომელიც არ იცით