ფეხბურთი შენი წესებით

"არასდროს მიტირია ჩემი ნაიარევის გამო" - რიბერი ბავშვობის ტრავმაზე

image
Image თუ ეს ამბავი აქამდე არ გსმენიათ, გეტყვით, რომ ფრენკი მონასტერის კართან დატოვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა და მან დღემდე არ იცის ვინ არიან მისი ნამდვილი მშობლები.

2 წლის ასაკში რიბერი ავტოავარიაში მოჰყვა და თავზე სერიოზული ტრავმა მიიღო. ის უკანა სავარძელზე იჯდა და შეჯახების შემდეგ წინა საქარე მინიდან გადავარდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას 100 ნაკერი დაადეს.

მთელი ბავშვობის განმავლობაში ხალხი ქუჩაში აშტერდებოდა მის სახეზე ნაიარევს, ამბობდნენ როგორ საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა ეს პოზიტიური კუთხით გაიხსენა:

"შეხედე რა აქვს სახეზე და თავზე. რა საშინელი ნაიარევია. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ხალხი ყოველთვის მიყურებდა და ამას ამბობდა. და არა იმიტომ რომ მე კარგი ადამიანი ვიყავი ან ჩემი სახელი ფრენკი იყო, ან სულაც კარგი ფეხბურთელობის გამო, ეს მხოლოდ შრამის გამო ხდებოდა."

"მათ გამაძლიერეს, რადგან როდესაც ბავშვი ხარ და შენ ასეთი შრამი გაქვს სახეზე, მარტივი არაა. ჩემი ოჯახი ძალიან განიცდიდა ამგვარ კომენტარებს."

"მტკივნეული იყო ისიც, რომ მშობლები (სხვა ბავშვების) ლაპარაკობდნენ ამას. მიუხედავად ტანჯვისა, მე არასდროს დავმჯდარვარ კუთხეში და არასდროს მიტირია."

"გარკვეულწილად ეს უბედური შემთხვევა დამეხმარა, როგორც ბავშვს უფრო მოტივირებული ვყოფილიყავი."

"ღმერთმა მიბოძა ეს განსხვავება, ნაიარევი ჩემი ნაწილია და ხალხმა უნდა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ."
მსგავსი სიახლეები
ბაიერნის 35 წლის შემტევმა ფრენკ რიბერიმ თავის ტრავმაზე ღიად Canal+-თან ისაუბრა და ბავშვობის ტკივილი გაიხსენა.

როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]