ფეხბურთი შენი წესებით

2019 წლის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები

image
Image 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ტოპ ჩემპიონატების გუნდები არაერთ ტრანსფერს განახორციელებენ. ზოგი წავა, ზოგი მივა.. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის 50 მთავარ სამიზნეებს.

1. ტობი ალდერვეირელდი - ბელგიელ მცველს კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 2020 წლამდე აქვთ, თუმცა ზაფხულში დიდი ალბათობით იგი მანჩესტერ "იუნაიტედს" შეუერთდება.

2. გარეთ ბეილი - ზინედინ ზიდანის კლუბში დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერი გადაწვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ უელსელ ფეხბურთელს მადრიდში დარჩენა სურს, მას გუნდის დატოვება მაინც მოუწევს, რადგან იგი ფრანგი სპეციალისტის გეგმებში არ შედის. "რეალი" ყველა შემოთავაზებას მოისმენს და ბეილის გაყიდვას 100 მილიონ ევროდ შეეცდება.

3. ტიმუი ბაკაიოკო - ფრანგი ფეხბურთელი "ჩელსის" საკუთრებაა, თუმცა ამჟამად "მილანში" არის განათხოვრებული. დიდი ალბათობით მის კონტრაქტს იტალიური კლუბი გამოისყიდის, თუ გუნდში გატუზო არ დარჩება.

4. იულიან ბრანდტი - ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი ამჟამად "ბაიერის" ღირსებას იცავს, თუმცა მისი გადაბირება "რეალს" და "ლივერპულს" სურს. გერმანელი ფეხბურთელი ზაფხულში "ბუნდესლიგას" დატოვებს.

5. ფერეირა კარასკო - ბელგიელმა "ატლეტიკო" დატოვა და ჩინეთში გადავიდა, თუმცა როგორც განაცხადა ევროპა ენატრება და მზად არის შეცვალოს კონტინენტი. კარასკოს შეძენა "არსენალს" სურს.

6. ფედერიკო კიეზა - "ფიორენტინას" ვიცე-კაპიტანი სავარაუდოდ კლუბს დატოვებს ზაფხულში. მისი დამატება "იუვენტუსს", "ბაიერნს" და "ლივერპულს" სურს.

7. იასპერ სილესენი - ჰოლანიელი კიპერის განცხადებით იგი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დატოვებს. დიდი ალბათობით სილესენი "აიაქსში" დაბრუნდება, ხოლო ონანა "აიაქსს" დატოვებს.

8. დუგლაშ კოშტა - ბრაზილიელი ვინგერის ბედი გადაწვეტილია, იგი "ბებერ ქალბატონს" დატოვებს. მისი დამატება "პსჟ"-ს, "იუნაიტედს" და "ტოტენჰემს" სურს.

9. ფელიპე კოუტინიო - კოუტინიოს ტრანსფერი "ბარსელონაში" არ გამართლდა და დიდი ალბათობით კატალონიურ კლუბს იგი დატოვებს. მისი დამატების სურვილს "პსჟ" და "იუნაიტედი" გამოთქვამენ.

10. მატეო დარმიანი - დარმიანი არ შედის სულშერის გეგმებში და სავარაუდოდ იგი "სერია ა"-ში დაბრუნდება და "ინტერის" მაისურს მოირგებს.

12. მატეას დე ლიხტი - "აიაქსს" არაერთი შემოთავაზება აქვს მისი კაპიტანზე და ზაფხულში იგი "ერედივიზიონს" დატოვებს. მისი სურვილია "იუვენტუსში" თამაში.. სავარაუდოდ იგი კარიერას "იუვენტუსში", ან "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

13. პაულო დიბალა - არგენტინელის მომავალი ტურინში ბურუსით არის მოცული, ამიტომ მას კლუბის დატოვება სურს. მისი დამატება "პსჟს", "იუნაიტედს" და "ბარსელონას" სურს.

14. კრისტიან ერიქსენი - დანიელი ფეხბურთელი არაერთი წელია მაღალ დონეზეა და ჯერ "აიაქსის", ახლა კი "ტოტენჰემის" ცენტრის უდავო ლიდერია. მისი დამატება ზინედინ ზიდანს სურს და ფაქტობრივად ტრანსფერი გარდაუვალია. ასევე მისი დამატებით "წითელი ეშმაკები" ინტერესდებიან.

15. ჟოაო ფელიქსი - ახალგაზრდა შემტევი "ბენფიკაში" დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და მისი გადაბირება უკვე სურთ ისეთ კლუბებს, როგორებიც "რეალი", "იუვენტუსი", "იუნაიტედი" და "სიტი" არიან.

16. ბრუნო ფერნანდეში - "სპორტინგის" ფეხბურთელის მომავალი ფაქტობრივად გადაწვეტილია და მომდევნო სეზონიდან იგი გუარდიოლას გუნდისთვის ითამაშებს.

17. ედენ აზარი - ბელგიელს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. აქტიურად მიმდინარეობას "რეალსა" და "ჩელსის" შორის მოლაპარაკებები აზარის თაობაზე და დიდი ალბათობით ძალიან მალე ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება და აზარი "რეალის" მაისურს მოირგებს.

18. ანდერ ერერა - ესპანელ ნახევარმცველს კონტრაქტი უმთავარდება და დიდი ალბათობით კარიერას "პსჟ"-ში განაგრძობს.

19. მაური იკარდი - უკვე გადაწყვეტილია.. არგენტინელი ფორვარდი "ინტერს" დატოვებს. "ინტერი" უკმაყოფილოა მისი კაპიტნის საქციელებით და საუბრით, სწორედ ამიტომ იგი სამაგალითოდ დასაჯეს და კლუბიდანაც კი გაუშვებენ. მისი დამატება "რეალს", "იუვენტუსს", "ატლეტიკოს" და "პსჟს" სურს.

20. ისკო - მართალია კლუბში ზიდანი დაბრუნდა, თუმცა ისკოს მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. მისი დამატების დიდ სურვილს "იუვენტუსი" გამოთქვამს. ასევე მსურველების სიაში არიან "ჩელსი" და "იუნაიტედი".

21. ლუკა იოვიჩი - ლუკა იოვიჩი "ბუნდესლიგის" და "ევროპა ლიგის" აღმოჩენაა და მისი დამატება "რეალს", "ბარსელონას" და "სიტის" სურს.

22. კალიდუ კულიბალი - ანჩელოტის განცხადებით არცერტი ტრანსფერი არ დაიბლოკება და თუ ვინმეს "ნაპოლის" დატოვება სურს, წავა და არ შეაკავებენ. კულიბალი სავარაუდოდ კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

23. მარსელო - "იუვენტუსი" და განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუ, აქტიურად მუშაობენ მარსელოს ტრასნფერზე. ბრაზილიელის განცხადებით, იგი მხოლოდ და მხოლოდ "რეალზე" ფიქრობს, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვინახავს ისეთი ფაქტები, როდესაც ფეხბურთელი მსგავს განცხადებებს აკეთებს და მაინც ტოვებს კლუბს. თუ "იუვეს" ალექს სანდრო დატოვებს, ესე იგი ტურინში მარსელოს ელოდებიან.

24. ხუან მატა - ესპანელი ნახევარმცველი ზაფხულში "იუნაიტედს" დატოვებს. მისი დამატების სურვილს "ბარსელონა" გამოთქვამს და აქტიურად მუშაობს ამ ტრასნფერზე.

25. ლუკა მოდრიჩი - "ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელი გასულ ზაფხულშიც ტოვებდა "რეალს", თუმცა იგი არ გაუშვეს. თუ კლუბში კრისტიან ერიქსენი, პოლ პოგბა, ან რომელიმე სხვა ნახევარმცველი მივა, ხორვატიის ნაკრების კაპიტანი კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

26. ტანგუი ნდომბელე - ფრანგზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და "ლიონს" მისი შენარჩუნების შანსები ფაქტობრივად არ აქვს. ნდომბელეს დამატება "რეალს", "სიტის", "იუნაიტედს", "პსჟს" და "იუვენტუსს" სურს.

27. რუბენ ნევეში - "ვულვერჰემპტონს" ნევეშის შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან მისი დამატება "სიტის" და "იუნაიტედს" სურს და ორივე კლუბი აქტიურად მუშაობს ამ ტრანსფერზე.

28. მირალენ პიანიჩი - ბოსნიელი ფეხბურთელისგან ტურინში მეტს ითხოვენ და იგი მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რის გამოც შესაძლოა კლუბი დატოვოს. მისი დამატება "პსჟს" სურს.

29. პოლ პოგბა - ფრანგი ფეხბურთელის მომავალი "იუნაიტედს" აღარ უკავშირდება. რაც "რეალში" ზიდანი დაბრუნდა, მისი მთავარი სამიზნე აზარი და პოგბა არიან. "რეალის" გარდა პოგბას დამატება "ბარსას" და "იუვეს" სურს.

30. ადრიენ რაბიო - ფრანგი ფეხბურთელი დასჯილია და სათამაშო დროის გარეშეა, ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და პარიზს დატოვებს. მისი დამატება "რეალს", ტოტენჰემს" და "ბარსელონას" სურს.

31. ივან რაკიტიჩი - ხორვატი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავენ ბარსელონაში. მისი დამატება "ინტერს" სურს და ცენტრში მოდრიჩი-კოვაჩიჩის დუეტის იმედი აქვთ.

32. ხამეს როდრიგესი - კოლუმბიელის კონტრაქტის გამოსყიდვას "ბაიერნი" არ აპირებს, ამიტომ იგი მადრიდში დაბრუნდება, თუმცა იგი ზიდანის გეგმებში არ შედის. მას მოუწევს ახალი კლუბი მონახოს, რაშიც "ბლანკოსი" დაეხმარება.

33. ალექსის სანჩესი - ჩილელ შემტევს 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი, თუმცა მანჩესტერელები აპირებენ კონტრაქტი დაარღვიონ სანჩესი კლუბიდან გააგდონ. მისი დამატება "პსჟს" სურს.

34. ალექს სანდრო - "იუვენტუსს" მარსელოს დამატება სურს, რის გამოც ისინი მზად არიან გაყიდონ ბრაზილიელი. მისი დამატება "იუნაიტედს" სურს.

35. დანიელ სტარიჯი - სტარიჯი დაიტანჯა "ლივერპულში" და ტრავმებმა მის კარიერაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. იგი მერსესაიდულ კლუბს დატოვებს, მისი დამატება "ტოტენჯემს" და "ბეტისს" სურს.

36. კიერან ტერნი - "სელტიკის" მცველი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და მზად არის შოტლანდიის დასატოვებლად. მისი დამატება "ბორუსიას" და "ლესტერს" სურს.

37. ტომას ვერმაელენი - ბელგიელი მცველი ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებს და კარიერას "საუთჰემპტონში", ან "ვოტფორდში" გააგრძელებს.

38. ტიმო ვერნერი - უკვე არაერთი წელია რაც გრანდებს ვერნერის დამატება სურთ. ამჯერად ზაფხულში მის დამატებას "ლივერპული" ეცდება.

39. ჰაკიმ ზიეჩი - უკვე არაერთი წელია ზიეჩი "აიაქსის" ლიდერია და მიმდინარე სეზონში განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა მასზე. ფაქტობრივად "აიაქსმა" და "ბაიერნმა" ფაქტობრივად მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა მისი დამატება "ტოტენჰემსაც" სურს.

40. ნიკოლო ზანიოლო - "რომას" ნახევარმცველის დამატება "იუვენტუსს" და "ბაიერნს" სურს. ფაქტოა ნიკოლო "რომაში" არ დარჩება.
მსგავსი სიახლეები
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები..
როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]