ფეხბურთი შენი წესებით

მადრიდში ბოლომდე ბრძოლა ტრადიციაა

image
მადრიდის "რეალის" ძალიან მაგარი შედეგი, რაც ბევრისთვის შეუმჩნეველი გახლდათ.

"სამეფო კლუბი" სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, ჩვეულ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი ბოლო წუთამდე ბრძოლაა. "ლოს ბლანკოსმა" ბოლო 11 შეხვედრაში, უკანასკნელი 10 წუთის მანძილზე 12 გოლი გაიტანა.

"თეთრებს" ეს ყველაფერი გასულ სეზონში ძალიან კარგად გამოსდიოდათ , რომელშიც დიდ როლს ხშირად სერხიო რამოსი თამაშობდა.

რაც შეეხება მადრიდელთა შედეგს, ისინი თამაშის ბოლოსკენ დიდ უპირატესობას ფლობენ და ამ ყველაფერს იყენებენ კიდეც.

გუნდმა "ჟირონას" წინააღმდეგ ბოლო 10 წუთში 2 გოლი შეაგდო-86' წუთზე ბეილმა გამოიჩინა თავი, ხოლო 90+1-ზე კი რონალდუმ დასვა წერტილი. "თეთრებმა" იგივე გააკეთეს "დეპორტივოსთანაც", ამ შეხვედრაში 84' წუთზე რონალდუმ შეაგდო, ხოლო 88'-ზე ნაჩომ გამოიჩინა თავი. ანალოგიური რამ მოხდა "ვალენსიასთანაც", იმ შეხვედრაში მარსელომ 84'-ე, ხოლო კროოსმა 89-ე წუთზე გაიტანა.

ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლის გატანით კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩევა, პორტუგალიელმა "სოსიედადს" (80') და "ეიბარს" (84') გაუტანა მაშინ როცა ანგარიში ფრე იყო და გუნდს 3 ქულის აღებაში დაეხმარა.

დანარჩენი მოთამაშეები ვინც, მე-80 წუთის შემდეგ შეძლეს გატანა არიან: ბენზემა ("ბეტისთან" 92-ე და "ალავესთან" 89-ე), ისკო ("ლევანტე" 81) და რათქმაუნდა სერხიო რამოსი ("ლეგანესი" 90-ე).

რაც შეეხება "ჩემპიონთა ლიგას" მადრიდელებმა, პარიზელებს ორივე შეხვედრაში გაუტანეს 80-ე წუთის შემდეგ, პირველ მატჩში რონალდუმ (83') და მარსელომ (86') შეაგდეს. ხოლო განმეორებით თამაშში კი კაზემირომ (80') გამოიჩინა თავი.

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
  • 25-03-2018, 23:59 298
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
მადრიდის "რეალის" ძალიან მაგარი შედეგი, რაც ბევრისთვის შეუმჩნეველი გახლდათ...

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას