ფეხბურთი შენი წესებით

"ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, ჩემო დიდო ტკივილო",- აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამის ემოციური პოსტი

image
Image ტრაგედია აღაიანში - მოკლული 7 თვის ბავშვის მამა , მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, ჩემი ანგელოზი, ჩემი საერთოდ ყველაფერი ხარ, მენატრები. ყოველთვის ჩემი ცხოვრების გზა იქნები, კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო” - წერს მიხეილ დვალიშვილი.

ცნობისთვის, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვნეს, მკვლელობაში ჩვილის დედაა ბრალდებული.

გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • 5-06-2019, 00:32 1394
მსგავსი სიახლეები
როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]