ფეხბურთი შენი წესებით

როგორ მივიდა რაფაელ ვარანი მადრიდის "რეალამდე?"

image
ბაღის უკან ალუბლის ხე იდგა, რომელთანაც ორი ძმა ხშირად თამაშობდა ფეხბურთს. რაფაელი მაღალი ბიჭი იყო, ახტომისას სწვებოდა ალუბალს და ისე ურტყამდა თავს, თითქოს ის ბურთი ყოფილიყოს. ერთხელ მამამისმა ალუბალი მოჭრა და თავის ბიჭს უთხრა: "ივარჯიშე, რათა კვლავ შეეხო მას." როდესაც რაფამ მიზანს მიაღწია, მამამისმა კვლავ მოჭრა ალუბალი - "შენ უნდა გააგრძელო ვარჯიში."

"ბავშვობაში ძალიან ენერგიული ვიყავი. ჩემი მშობლები ცდილობდნენ რაიმე სპორტზე შევეყვანე. მე ერთადერთი რამ მსურდა: მეთამაშა ფეხბურთი. მახსოვს როგორ ვთამაშობდი ჩემს ძმასთან ერთად ვიწრო და გრძელ ბაღში, იქიდან კი ხშირად ვარდებოდა მეზობლის ბაღში ბურთი."

რაფაელი იხსენებს, რომ თავდაპირველად გუნდთან ერთად ვარჯიში არ სურდა, რადგან შეშინებული იყო და არ იცოდა როგორ ეთამაშა სხვა ბავშვებთან ერთად. მას ხომ მხოლოდ ძმასთან ერთად თამაშის გამოცდილება ჰქონდა. სიმორცხვის დაძლევის შემდეგ, როცა მან შეიგრძნო თუ რას ნიშნავდა ეთამაშა გუნდთან ერთად, მას ძალიან მოეწონა და კიდევ უფრო გაუღვივდა ფეხბურთის თამაშის სურვილი.

რაფა ცოტა ხანს დარჩა თავის პირველ გუნდში "Hellemmes", რადგან ის ამ დონისთვის ზედმეტად კარგი მოთამაშე გახლდათ. მალევე დაინტერესება კლუბმა "Lens" გამოთქვა და 9 წლის ფრანგი ბიჭუნა ჩრდილოეთ საფრანგეთში წავიდა სათამაშოდ. თუმცა ერთადერთი პრობლემა თავისი სახლიდან საწვრთნელ ბაზამდე გასავლელი 42 კილომეტრი გახლდათ. ბარიერი მალევე მისმა მშობლემა დაძლიეს.

8 წლის შემდეგ რაფა უკვე Lens-ის მეორე გუნდში თამაშობდა 21-22 წლის ბიჭებთან ერთად. 5 მატჩის შემდეგ მას კაპიტნის სამკლაური ერგო, 7 მატჩის შემდეგ კი პირველი გუნდის მწვრთნელმა გამოიძახა სავარჯიშოდ. 2010 წლის 7 ნოემბერს 17 წლის რაფაელ ვარანის დებიუტი შედგა Lens-ის პირველ გუნდში. "ზოგი ამ ასაკში ფიქრობს, რომ იმსახურებს გუნდის შეცვლას და კიდევ ბევრ სხვა რამეს, თუმცა მე მხოლოდ ვარჯიშზე და გუნდის დახმარებაზე ვფიქრობდი."

რაფას დედა საკმაოდ მკაცრი იყო მის სწავლასთან დაკავშირებით.
"როდესაც გამოცდისთვის ვემზადებოდი ზიზუმ დამირეკა. ისე ვუპასუხე, თითქოს არ ვიცოდი ვინ მელაპარაკებოდა და უცებ მესმის: "არ ვხუმრობ. ეს მე ვარ!" გავიკვირვე - "ვინ შენ?". შემდეგ ვიცანი მისი ხმა. შევკრთი. ვფიქრობდი, რომ არ მომესმინა მისთვის. გაკვირვებულმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი: "მოგვიანებით დაგირეკავთ, რადგან ახლა ძალიან დაკავებული ვარ და არ შემიძლია საუბარი."

ძალიან თავმდაბალმა და უბრალო რაფამ ზიდანს უთხრა, რომ ახლა ფეხბურთზე სასაუბროდ არ ეცალა, რადგან მას წინ გამოცდა ელოდა.

"Damn, ზიზუმ დამირეკა და მე დავაიგნორე?" - სიცილით იხსენებს ახლა რაფა.
"ჩემმა ძმამ გიჟი მიწოდა - რაზე ფიქრობდი? რა იცის მან ვინ ხარ შენ? შენ ზინედინ ზიდანმა დაგირეკა! You're Crazy! დედაჩემმა კი მითხრა, რომ ეს დღე კარგად დამემახსოვრებინა, რადგან ყველაზე გიჟური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში."

"ბევრ რამეს წარმოვიდგენდი, მაგრამ არა მადრიდის "რეალს", რადგან ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო. ამაზე ხომ ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ!.. გადავწყვიტე! ყოველთვის მემახსოვრება დღე, როცა აეროპორტში მივედი. დაახლოებით 100-მდე ჟურნალისტი დავინახე, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი დანიშნულების ადგილზე მივსულიყავი და ხელი მომეწერა. ვერ წარმოიდგინეთ რამხელა ზეწოლა, ენერგია და შფოთვა ვიგრძენი."

"ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი სადაც მივედი. როდესაც ქალაქი და სტადიონი ვნახე ყველაფერი სიზმარს ჰგავდა. რა ხდება? მე ნამდვილად აქ ვარ? ეს ხუმრობაა? არა! ეს უნიკალური მომენტი იყო."

"პირველი რაც მახსოვს ეს ბერნაბეუს გასახდელი ოთახია. როდესაც პირველად  შევედი იქ არავინ იყო. ფეხბურთელების უჯრებს შევხედე და ვთქვი: "ისინი უკვე ჩემი თანაგუნდელები არიან. ეს გასაოცარია!" შემდეგ ჯერზე კი გასახდელი  უკვე სავსე ვნახე. შესანიშნავად შემხვდნენ ახალ თანაგუნდელს. პირველ ეტაპზე ქარიმ ბენზემა და ლასარა დიარა მეხმარებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იქ ფრანგი ხალხის ყოფნა. "შენ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ უკვე ვარსკვლავი!" - მითხრა ქარიმმა."

"შესანიშნავად მახსოვს ჩემი პირველი გოლი "ბერნაბეუზე". 5-6 წამი არაფერი მესმოდა, თავი სხვა პლანეტაზე მეგონა და კვლავ მსურდა გოლის გატანა, რათა ხალხისთვის მომესმინა."

წყარო: Realmadrid.com
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
წაიკითხეთ... ეს საინტერესოა!
წაიკითხეთ... ეს საინტერესოა!
წაიკითხეთ... ეს საინტერესოა!
წაიკითხეთ... ეს საინტერესოა!
წაიკითხეთ... ეს საინტერესოა!

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას