ფეხბურთი შენი წესებით

ფეხბურთის ტერმინატორი და ნეო

image
მათი შესაძლებლობები მიწიერს ცდება..

კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ შეუდარებელია. მისი ტანის აგებულება არ შეესაბამება ნორმალური ფეხბურთელისას. სამშაბათი ღამე პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ძალიან კარგი გამოდგა. ჯიჯი ბუფონის კარი მან ულამაზესი დარტყმით აიღო, რითიც მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

"უეფას" ოფიციალური საიტის განცხადებით ეს წარმოუდგენელი დარტყმა იყო, რადგან კრიშტიანუ ახტა იმ სიმაღლეზე, როგორც კალათბურთელები ხტებიან, ოღონდ პორტუგალიელის ფეხი იყო იქ, სადაც კალათბურთელის ხელი უნდა იყოს, ანუ ეს ბევრად რთული შესასრულებელია, ფაქტობრივად წარმოუდგენელიც კი.

ამ გოლის შემდეგ "იუვენტუსის" უკლებლივ ყველა გულშემატკივარი ფეხზე იდგა და აპლოდისმენტებით აჯილდოვებდნენ პორტუგალიელ შემტევს. ამ ყველაფერზე თავად ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: "მე მადლობელი ვარ თითოეული გულშემატკივრის, ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა, მადლობა ყველას".

კრიშტიანუ ფეხბურთის ტერმინატორია, რომელიც იქ გაჩნდება სადაც არ ელოდები, როგორც ასასინი. CR7 რასაც აკეთებს, ეს ჩვეულებრივი ფეხბურთელისთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

ყველა ვალდებულია აღიაროს იგი დიდებულ ფეხბურთელად და სცენ პატივი, რადგან კრიშტიანუ ნამდვილად იმსახურებს ამას.. უპატივცომლობა მის მიმართ, უბრალოდ დაუნახავობის ტოლფასი იქნება. ყველაფერს რაც მან მიაღწია, მიაღწია თავდაუზოგავი შრომით და ერთგულებით!

გარი ნევილის განცხადებით, კრიშტიანუსნაირი ხედვა, მიზანი და ბრძოლის უნარიანობა, არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს. უეჭველად კრიშტიანუ დაჯილდოვებულია დიდი ნიჭით, მაგრამ მასში უფრო მეტი შრომა და მონდომებაა, რაც უფრო დასაფასებელია.

პოლ კლემენტმა, რომელიც მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, კრიშტიანუზე ისაუბრა: "მე ერთ დღეს ვესაუბრე კრიშტიანუს და ვუთხარი, რომ თუ ჩვენ 5-0 მოვიგებთ და ის გოლს ვერ გაიტანს, ის არ უნდა გაბრაზდეს და გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ ამაზე მან მითხრა, რომ ჩემი მთავარი მიზანი არის მეტოქის კარის აღება. მას უხარია თანაგუნდელების გოლები, მაგრამ მას არ უნდა მხოლოდ წვლილი შეიტანოს გამარჯვებაში, მას სურს თავად იყოს გამარჯვება".

როგორც მარკუს რეშფორდმა განაცხადა, მას კრიშტიანუ ყოველთვის ეხმარება. 33 წლის ფეხბურთელმა ახალგაზრდა ინგლისელს ურჩია, რომ ყოველთვის მიეღო ყინულის აბაზანა და რაღაც დროის განმავლობაში მისი ყველა ფეხის კუნთი მოთავსებულიყო ყინულში, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ამ დროს კუნთები უფრო ძლიერი ხდება.. ალბათ სწორედ ეს არის კრიშტიანუს საიდუმლო, ის ხომ ფაქტობრივად მთელი კარიერაა ტრამვის გარეშე ასპარეზობს.

მანჩესტერ "იუნაიტედის" ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება: "ჩემზე შთაბეჭდილება ძალიან ცოტა ფეხბურთელს აქვს მოხდენილი, ერთ-ერთი მთავარი არა, ყველაზე მოტივირებული იყო კრიშტიანუ რონალდუ. იგი ყოველ დღე მუშაობდა და ვარჯიშობდა, მან იცოდა რომ ერთ დღეს იგი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ის ღიად აღიარებდა ამას, რომ ყოველთვის სურდა საუკეთესო ფეხბურთელი ყოფილიყო. ეს არ არის ქედმაღლობა და იცით რატომ? მან "ოქროს ბურთი" უკვე 5-ჯერ მოიგო, კრიშტიანუ მართლაც საუკეთესო ფეხბურთელია".

ერთ დღეს ფერნანდო სანტუშმა კრიშტიანუს უთხრა, როდესაც იგი "სპორტინგის" მწვრთნელის ადგილზე მუშაობდა, რომ კრიშტიანუ საჰაერო ორთაბრძოლებში ძალიან სუსტი იყო და მას დიდი დრო უნდა დაეთმო ამისთვის. ფერნანდუ სანტუში იხსენებს: "როდესაც მე მას ვუთხარი, რომ მისი ყველაზე სუსტი მხარე საჰაერო ორთაბრძოლები იყო, მეორე დღეს ტრენაჟორების დარბაზში ძალიან ადრე დაუწყია ვარჯიში. მე როდესაც მივედი ის უკვე სავარჯიშოდ გუნდთან ერთად მზად იყო. რა ხდება ახლა? ახლა ის საჰაერო ორთაბრძოლებში საუკეთესოა, მან ეს გაითვალისწინა და საუკეთესო დონეზე აწია".

რა თქმა უნდა ეს ფაქტია, რომ არ არსებობდეს ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ ასეთ დონეზე არ იქნებოდა. ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა კრიშტიანუმ, რომ მისი ყველაზე დიდი მოტივატორი სწორედ ლიონელ მესია, რაც პატივისცემას კიდევ ერთხელ იმსახურებს, მესი ხომ მისი პირდაპირი და პრინციპული კონკურენტია ყველგან, ყველა სარბიელზე, საკლუბო, სანაკრებო თუ ინდივიდუალურ ტიტულზე.

მართალია მესიმ ოთხშაბათს "რომას" წინააღმდეგ გოლის გატანა ვერ მოახერხა, უფრო მეტიც, "ჩემპიონთა ლიგაზე" მას საშიშროება ემუქრება, შეიძლება ავტოგოლმა გადაასწროს, მაგრამ ამაზე არგენტინელი არ ფიქრობს. კრიშტიანუ რონალდუსგან განსხვავებით ლეო მესისთვის გოლები მთავარი არ არის. რა თქმა უნდა ეს მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლეოს უფრო სხვანაირი თამაში ხიბლავს და მგონი ყველამ კარგად ვიცით ეს რა თამაშიცაა.

ხორხე ვალდანო: "რაც გუნდში კოუტინიო და დემბელე მივიდნენ, ახლა მესი სულ სხვა თამაშს თამაშობს, მისთვის გოლების გატანაზე მნიშვნელოვანი, ზუსტი გადაცემებია. მესისთვის უკეთესია ითამაშოს ყოველთვის მარცხენა ფეხით".

რა თქმა უნდა კრიშტიანუს ქომაგები ამას გაიგებენ მათთვის სასიკეთოდ, რომ რონალდუს სხეულის ყველა ნაწილით შეუძლია თამაში, მაგრამ რასაც ლეო მესი აკეთებს მხოლოდ მარცხენა ფეხით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. მას ადგილზე შეუძლია რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუება, სოლო რეიდის განხორციელება და მეტის კარის აღება. რა თქმა უნდა ეს კრიშტიანუსაც შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე რონალდუ სულ სხვა სტილის ფეხბურთელი, იგი ნამდვილი მონსტრია, ხოლო მესი უფრო ცენტრიდან თამაშობს.

რონალდუს მთავარი მიზანი და დავალება რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა გახლავთ, თუმცა მესი სულ სხვა თამაშს თამაშობს და მისთვის მხოლოდ გოლების გატანა არაა მთავარი. გარი ლინიკერის განცხადებით, ლეო მესი არის ყველა დროის საუკეთესო დრიბლერი და ერთ-ერთი საუკეთესო მეპაზე.

მადრიდში კრიშტიანუ, როგორც ბარსელონაში მესი, ორივეს დიდი სათამაშო დრო აქვს, თუ რომელიმე არ ისვენებს. მათი სტატისტიკა უბრალოდ გენიალურია, ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგანან ყველა სეზონში და ამით ბოლო 10 წელია სხვა ყველა სხვა ფეხბურთელი დაიჩაგრა და "ოქროს ბურთის" გარეშე დარჩა. ამაში კი მთავარი დამნაშავე პლანეტის 2 საუკეთესო ფეხბურთელია.

ედგად დავიდსის განცხადებით, ლეო მესი არის ნეო, როგორც კიანუ რივზი "მატრიციდან". ხოლო რიო ფერდინანდმა, როდესაც ლეომ "ჩელსის" გაუტანა თქვა, რომ მესი ზუსტად ამ თამაშით იღებს სიამოვნებას და ეს მას გამოსდის. ლეგენდარული ინგლისელი მცველის განცხადებით, მესის ამის გაკეთება არ სურს, ეს უბრალოდ ბუნებრივად გამოსდის, ამისთვის იგი ბევრს არ ვარჯიშობს.

ბრაზილიელი ტოსტაო აცხადებს, რომ მესი არის "ფლეისთეშენის" ფეხბურთელი რეალურ ფეხბურთში, იგი შეუძლებელ რაღაცებს აკეთებს მინდორზე, რისი გაკეთებაც მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში არის შესაძლებელი. ასევე ახსენა კრიშტიანუ მესისთან ერთად და თქვა რომ ეს 2 ადამიანი ბოლო 10 წელია ყველაზე მაღლა დგას.

"ჩემპიონთა ლიგაზე" კრიშტიანუ დაუნდობელია, არაერთ რეკორდს ამყარებს და მესისგან განსხვავებით მას საკმაო დრო გაუცდა შიდა ჩემპიონატში, დაზიანების გამო და მაინც თითქმის მესისთანაა გატანილი გოლებით.

ორი რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთელი, თუმცა ძალიან ბევრი საერთოთი. ორი საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც დარწმუნებული ვარ როდესაც კარიერას დაასრულებენ, ყველა სხვა ფეხბურთელზე მაღლა დადგებიან. რთულია თქვა რომელი რომელზე მაღლა იქნება, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს 2 ფეხბურთელი იდგება იმაზე მაღლა, ვიდრე დანარჩენი სხვა ფეხბურთელები არიან.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
მათი შესაძლებლობები მიწიერს ცდება..
მათი შესაძლებლობები მიწიერს ცდება..
მათი შესაძლებლობები მიწიერს ცდება..
მათი შესაძლებლობები მიწიერს ცდება..
მათი შესაძლებლობები მიწიერს ცდება..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას