ფეხბურთი შენი წესებით

ზიდანის 'გრანდ სლემი'

image
ზინედინ ზიდანმა "იუვენტუსის" სტადიონი იმ მოედნების სიას მიამატა, სადაც გამარჯვება უზეიმია მწვრთნელის რანგში.

სტადიო ოლიმპიკო (0-2, 17/02/2016)

"რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან სულ რაღაც თვე-ნახევრის შემდეგ თავის სადებიუტო სეზონში (ჩემპიონთა ლიგაზე) "რომას" ესტუმრა და მოუგო. პირველი მატჩი პოზიტიური შედეგით დააფიქსირა რონალდუსა და ხესეს გოლების მეშვეობით.

კამპ ნოუ (1-2, 02/04/2016)

ზიდანის პირველი ვიზიტი "კამპ ნოუზე" გამარჯვებით დასრულდა, შედეგით 1-2. რონალდუმ და ბენზემამ მადრიდისტებს დადებითი განწყობა შეუქმნეს. ფრანგის ბოლო სტუმრობაც მისი გუნდის მოგებით დასრულდა 1-3, ესპანეთის სუპერ თასის პირველ შეხვედრაში.

სან სირო (ლიგის ფინალი, 28/05/2016)

90 წუთი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის საკმარისი, თუმცა ზიდანის შეგირდებმა პენალტების სერიაში თანაქალაქელები დაამარცხეს და მან პირველად აღმართა "ჩემპიონთა ლიგის" თასი მწვრთნელის რანგში.

ვისენტე კალდერონი (0-3, 19/11/2016)

მიუხედავად იმისა, რომ მან პირველი დერბი "ატლეტიკოსთან" "ბერნაბეუზე" დათმო, მოგვიანებით რონალდუს ჰეთ-ტრიკის მეშვეობითა და ისკოს შესანიშნავი თამაშით თავის "შეცდომა" გამოისყიდა.

სან-პაოლო (1-3, 07/03/2017)

სტადიონზე, რომელზეც 80-იან წლებში მარადონა აპლოდისმენტებით დააჯილდოვებს და 90-იან წლებში "რეალი" "ჩემპიონთა ლიგის" მერვეფინალიდან გამოვარდა, მორიგი ნაბიჯი გადაიდგა "ლა დუოდესიმასკენ" (მე-12 თასისკენ). რამოსის, მორატასა და მერტენსის (რომელმაც ავტოგოლი მიითვალა ანგარიშზე) დახმარებით სამეფო კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სან მამესი (1-2, 18/03/2017)

ნეაპოლში გამარჯვებიდან 11 დღის შემდეგ ბენზემამ და კაზემირომ "ატლეტიკს" გაუტანეს და გუნდს მოაგებინეს.

ალიანს არენა (1-2, 12/04/2017)

იყო დრო, როცა "რეალისთვის" ეს არენა მონსტრების სახლს ჰგავდა, მაგრამ ცვლილებები "ლა დესიმას" (მე-11 თასის) შემდეგ დაიწყო, როცა ზიდანი ანჩელოტის თანაშემწე იყო. მოგვიანებით, ფრანგმა რონალდუს დუბლის წყალობით აქაც იმარჯვა.

მილენიუმის სტადიონი (ლიგის ფინალი, 03/06/2017)

სტადიონს, სადაც უელსის სარაგბო და საფეხბურთო ნაკრებები მატჩებს ატარებდნენ, რესტავრაციის შემდეგ "უემბლი" ეწოდა. სწორედ აქ შედგა "რეალის" ტრიუმფი "იუვენტუსთან" ლიგის ფინალში. რონალდუს დუბლისა და კაზემიროსა და ასენსიოს გოლებით სამეფო კლუბი მე-12-დ დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს.

სიგნალ იდუნა პარკი (1-3, 26/09/2017)

დორტმუნდის ბორუსიას ლეგენდარულმა "ყვითელმა" კედელმა" სამეფო კლუბის პირველ შეტევას გაუძლო 2016/17 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა რონალდუს დუბლისა და გარეტ ბეილის 'დახმარებით' ისინი ჩემპიონატიდან გავარდნენ.

პარკ დე ფრენსი (1-2, 06/03/2018)

მტრულმა გარემომ ვერ შეძლო ზეგავლენის მოხდენა "რეალზე", რომელსაც უკვე მოგებული ჰქონდა პირველი მატჩი. პარი სენ-ჟერმენის მეგა-ფულის პროექტი კიდევ ერთხელ ჩავარდა რონალდუსა და კაზემიროს მეშვეობით.

იუვენტუსის სტადიონი (0-3, 03/04/2018)

ამ სტადიონმა "რეალს" ორჯერ გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა უკანასკნელ მატჩში მარსელოს გოლისა და რონალდუს დუბლის დამხარებით "სერია ას" გრანდი საკუთარ მოედანზე განადგურდა.

აღსანიშნავია: ზიდანს მხოლოდ 6 სტადიონზე არ აქვს მოგება ძირითად დროში. ესენია: ვოლკსვაგენ არენა, ეტიჰადი, მონტილივი, უემბლი, ვანდა მეტროპოლიტანო და სანჩეს პისხუანი.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
გენიალური ზიდანის უგენიალურესი სლემი. სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
გენიალური ზიდანის უგენიალურესი სლემი. სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
გენიალური ზიდანის უგენიალურესი სლემი. სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
გენიალური ზიდანის უგენიალურესი სლემი. სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
გენიალური ზიდანის უგენიალურესი სლემი. სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
გენიალური ზიდანის უგენიალურესი სლემი. სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას