ფეხბურთი შენი წესებით

"წარმოუდგენელია, მათ 4-ჯერ დაარტყეს და 3-ჯერ გაიტანეს"

image
პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა..

"რა თქმა უნდა მოგება გვინდოდა და ჩვენ ამას ვიმსახურებდით, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში. ჩვენ არაერთი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ამით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მე ასევე წარმოუდგენელია, მათ 4-ჯერ დაარტყეს და 3-ჯერ გაიტანეს. ეს იღბლის საკითხია უკვე.

მე ვულოცავ პოგბას, მან მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ჩვენ ბოლო 2 მატჩში 6 გოლი გავუშვით, თუმცა მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ჩვენ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალში ვართ და გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა "პრემიერ ლიგაში". ამას ძალიან დიდი შრომით მივაღწიეთ და ჩემი ფეხბურთელები გადაღლილნი არიან. ენფილდზე რაც მოხდა, გულშემატკივარს ანალოგიურს შევთავაზებთ "ეტიჰადზე".

უცხო არავისთვის იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ მატჩში გვინდოდა ჩემპიონობის აღნიშვნა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოგვივიდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა რომელიმე მატჩში შევძლებთ ამას. ახლა თითოეული ფეხბურთელი "ლივერპულთან" განმეორებით მატჩზე ფიქრობს".

წყარო: Marca
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა..
პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა..
პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა..
პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა..
პეპ გუარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას