ფეხბურთი შენი წესებით

"ჩელსის" რომელი ვარკვლავი ვერ მოხვდება მუნდიალზე?

image
"ჩელსის" არაერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს მუნდიალზე..

ამ სიაში ალვარო მორატაა. ესპანელ ფორვარდს დაზიანება ჰქონდა დიდი ხანი, ამიტომ იგი ახლა ფორმიდან ამოვარდნილია და ანტონიო კონტე არ ენდობა. მის გავივრად ესპანეთის ნაკრების ღირსებას დიდი ალბათობით დიეგო კოშტა, იაგო ასპასი და როდრიგო დაიკავებენ.

სიაში კიდევ ერთი ესპანელი, სესკ ფაბრეგასია. მას რეგულარულად ეძლება საკმარისი სათამაშო დრო, თუმცა ესპანეთის ნაკრებს მის პოზიციაზე არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ისკო, ინიესტა, სილვა, ალკანტარა.. როგორც ჩანს ფაბრეგასი მუნდიალს მიღმა დარჩება.

შემდეგი არის პედრო როდრიგესი. 30 წლის ესპანელი ფეხბურთელი მუნდიალს მიღმა დარჩება. როგორც ფაბრეგასს, ასევე პედროს ანტონიო კონტე ენდობა, თუმცა პედროს თამაშით კმაყოფილი არ არის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამიტომ პედროს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი, ლუკას ვასკესი ჩაანაცვლებს, რომელსაც მართლად შესანიშნავი სეზონი აქვს.

მარკოს ალონსო.. როგორც ჩანს "ჩელსის" ესპანელ ფეხბურთელებს არ უმართლებთ. მარკოს ალონსო თითქმის ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ მისი მუნდიალზე წასვლის შანსები 50-50ზეა. ესპანეთის ნაკრებში მის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო, ჟორდი ალბა არის. ასევე არის მისი თანაგუნდელი სესარ ასპილიკუეტა, აქედან გამომდინარე ალონსოს შანსები 50-50ზეა.

დენი დრინქვოთერისთვის მიმდინარე სეზონი საშინელების ტოლფასია, მას სათამაშო დროს ფაქტოვრივად არ აძლევენ. მოგეხსენებათ, რომ ნგოლო კანტესთან ერთად იგი "ლესტერის" ცენტრის მამოძრავებელი ძალა იყო და იმ წელს "მელიები" ჩემპიონები გახდნენ, შემდეგ კი მან კარიერა ლონდონურ კლუბში გადაბარგდა 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ და ახლა ყველა ვხედავთ მის რეგრესს, იგი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ვერ მოხვდება.

ინგლისის ნაკრებში ვერ მოხვდება ასევე როს ბარკლი, რომელიც ევრო 2016-ზეც ვერ მოხვდა. იგი ბოლოს ნაკრებში ტურნირების ეგიდით ბრაზილიაში გამართულ მინდიალზე გამოჩნდა. ბარკლისაც არ ეძლევა სათამაშო დრო. ადრე თუ ამბობდნენ რომ "რეალი" ფეხბურთელებს "აფუჭებდა", ახლა იგივე შეგვიძლია "ჩელსიზე" ვთქვათ.

ინგლისელებს კიდევ ერთი ლონდინელი, "ჩელსის" კაპიტანი, გარი კეჰილი ვერ დაეხმარება. ანტონიო კონტე ასპილიკუეტა, რუდიგერი, კრისტენსენის ტრიოს ენდობა და კაპიტანი სათამაშო დროის გარეშეა.

საფრანგეთის ნაკრებში არ გამოიძახებენ ტიმუე ბაკაიოკო. ანტონიო კონტე არც მას აძლევს სათამაშო დროს, ამით კი დიდიე დეშამს მისი ნაკრებში არ გამოძახებისკენ უბიძგებს. ბაკაიოკო "პრემიერ ლიგის" ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია, არადა "მონაკოში" იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ბოლოსთვის შემოვიტოვეთ დავიდ ლუიზი. ამ ეტაპზე ლუიზს და კონტეს დაძაბული ურთიერთობა აქვთ და ლონდონში დაბრუნებულმა დავიდმა, შეიძლება "ჩელსი" კვლავ დატოვოს. არადა მას აქვს ყველაფერი, რათა საგრძნობლად გააძლიეროს "ჩელსის" დაცვა, თუმცა კონტესთან ძალიან ცუდი ურტიერთობის გამო იგი განაცხადშიც ვერ ხვდება. ლუიზი მუნდიალს გამოტოვებს, რაც საშინელება იქნება მისთვის, რადგან ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავოროტია.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
"ჩელსის" არაერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს მუნდიალზე..
"ჩელსის" არაერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს მუნდიალზე..
"ჩელსის" არაერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს მუნდიალზე..
"ჩელსის" არაერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს მუნდიალზე..
"ჩელსის" არაერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს მუნდიალზე..
"ჩელსის" არაერთი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს მუნდიალზე..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას