ფეხბურთი შენი წესებით

"გლადიატორების" რევანში "ბარსელონასა" და UEFA-ზე . სასწაული ქამბექი ფეხბურთის ისტორიაში.

image
მოდით პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ გუშინდელი სასწაულის და კოლიზეუმში დამხობილი დიდება ვუწოდოთ .

73-ე წუთზე უნდერმა შიკი შეცვალა.

იცით რა წამოადგენს ასეთი ცვლილებების მინუსს ? ეს ბიჭები სამხრეთიდან - განსაკუთრებულად ახალგაზრდები და განსაკუთრებულად ასეთ მაჩებში - კარის ნაცვლად ისტორიაში შესასვლელ წერტილს ხედავენ. წუთის შემდეგ უდერი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ყველა შესაძლო ვარიანტი გააფუჭა და კარში დარტყმა გადაწყვიტა, ,თუმცა შეეძლო თავისუფალი პარტნიორი მოენახა და ბურთი მიეცა.

მაგრამ მაინც უკეთესად დაარტყა, ვიდრე მესიმ. ლეო ისევ დაიკარგა მოედანზე და სწორად შერჩეულ, ხარისხიან იტალიურ დაცვას ვერაფერი დაუპირისპირა. კოლაროვის წაქცევით მატჩის საუკეთესო ქმედება ჩაიდინა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა საგოლე კონტრშეტევის ჩაშლისთვის.

ლეოს არიგო საკის იდეებით შემართულმა გუნდმა სასუნთქი არ დაუტოვა. რომაელების დაცვა ისე თბილად უახლოვდებოდა ნახევარდაცვას, რომ ხაზებს შორის სივრცე თითქმის არ დატოვა. მესიმ მხოლოდ 4-ჯერ შეძლო დრიბლინგის განხორციელება, გადაცემების სიზუსტე კი 76%-მდე დაუქვეითდა - ყოველი მეოთხე გადაცემა ლეოსგან "რომას" ფეხბურთელის იყო.

ეს კი დი ფრანჩესკოს დამსახურებაა. ნუ იფიქრებთ რომ ბარსამ ცუდად ითამაშა. არ შეიძლება გუნდი "გაბანძდეს" ერთ მატჩში. ეს იყოს ის გუნდი რომელიც მეტოქე "რეალისგან" საჩემპიონო კორიდორს ითხოვდა და ითამაშა არა ცუდად, არამედ როგორც აქამდე. მაგრამ ცუდად , ვიდრე მოწინააღმდეგემ.

სამაგიეროდ "რომა" იყო განსხვავებული. ვერტიკალური გადაცემები და მაღალი პრესინგი მხოლოდ დი ფრანჩესკოს დამსახურებაა. გუნდი მოედანზე 3-5-2 წყობით გამოვიდა და ცალკე სიახლე უნდა დავუთმოთ ამ მოვლენის ანალიზს.

"გლადიატორების" რევანში "ბარსელონასა" და UEFA-ზე . სასწაული ქამბექი ფეხბურთის ისტორიაში.


თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ დი ფრანჩესკომ მთელი "ბარსელონა" გააცურა, ვალვერდეს კი გამოცდილებამ უმტყუნა და საპასუხოდ ვერაფერი დაუპირისპირა. კატალონიელები ტრადიციისამებრ თამაშობდნენ და ვერ მიხვდნენ სად აგებდნენ თამაშს. კომპაქტურმა რომაულმა ცენტრმა არამარტო სივრცე გადაკეტა არამედ დაიცვა ფეხბურთელები "ბარსას" პრესინგისგან.

დე როსი ისეთი აღარ არის როგორც უწინ, მაგრამ ის ხომ ვერტიკალური გადაცემების მასტერია, საკმარისი იყო რაკიტიჩის წუთიერი მოდუნება და "რომამ" ანგარიში გახსნა.დაახლოვებით ასეთ სიტუაციაში დაიბადა მეორე გოლიც და რომაელთა ნახევარი შეტევები. შემდეგ კი მოედანზე უნდერი შემოვიდა..

იცით რაშია ასეთი ცვლილების პლიუსი? იმაში რომ სამხრეთელი ბიჭები - განსაკუთრებულად კი ახალგაზრდები და განსაკუთრებულად ასეთ შეხვედრებში, ადვილად პოულობენ ისტორიაში შესასვლელ გზებს და გამოსდით. მან გადამწყვეტი კუთხური მოაწოდა - ბანალურად ცენტრში ბურთის შეტენვას ახლო კუთხეში მოწოდება არჩია და აი "რომამ" ისტორიაში შეაბიჯა.

ამის გააზრება ადვილი არ იყო.არაერთ კომენტატორს შემოერღვა ცენზურა, მატჩისშემდგომმა მდიდარმა ემოციების სპეკტრმა ევროპა შეარყია. ბევრნი დავრჩით შეძრწუნებული მომხდარით, დიდი ხანი მომიწია მეუღლისთვის ფეხბურთის და დღევანდელი მომხდარის განმარტება. ამ ყველაფრის ფონზე არმასვენებდა ფიქრი : არაფერი მსგავსი ფეხბურთში ჯერ არ მინახავს.

ეს არც "მანჩესტერია" რომელმაც "ბაიერნი" 99-ე წუთზე დაამარცხა და არც "ლივერპული" "მილანთან" სამი გოლის ამოღების შემდეგ. ის გუნდები საუკეთესოები იყვნენ და მათ შესაძლებლობებში ეჭვი არავის გვეპარებოდა. არც "რომაში" ეპარებოდა ეჭვი არავის : ყველა დარწმუნებული იყო, რომ "ბარსელონასთან" მშვიდად და ლამაზად დათმობდა.

"გლადიატორების" რევანში "ბარსელონასა" და UEFA-ზე . სასწაული ქამბექი ფეხბურთის ისტორიაში.


ბევრი იყო დიდი მოწინააღმდეგე. "რომას" მხოლოდ "ბარსასთან" არ უთამაშია. ყოფილან გუნდები რომლთა ფეხბურთელებიც კლუბის საკონტროლო აქციები ღირდნენ. კეთილგანწყობილი მსაჯების წინააღმდეგაც, რომლებსაც ტიტულოვანი სტუმრების განაწყენების ეშინოდათ. 1:4-ის წინააღმდეგ და 2 არდანიშნული პენალტის და საკუთარი თავის წინააღმდეგაც - ყოველთვის უიღბლო და ყოველთვის მეორე გუნდის წინააღმდეგ.

ეს უდიდესი "ქამბექია" ფეხბურთის ისტორიაში. დრო წაშლის ემოციებს, მაგრამ მუდამ დატოვებს მახსოვრობაში გუნდს, რომელმაც 2018 წელს პოსტგალაქტიკური ფეხბურთი ითამაშა.


აქვე იხილეთ მატჩის მიმოხილვა და გოლები

  • 11-04-2018, 16:16 391
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
მოდით პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ გუშინდელი სასწაულის და კოლიზეუმში დამხობილი დიდება ვუწოდოთ .
მოდით პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ გუშინდელი სასწაულის და კოლიზეუმში დამხობილი დიდება ვუწოდოთ .
მოდით პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ გუშინდელი სასწაულის და კოლიზეუმში დამხობილი დიდება ვუწოდოთ .
მოდით პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ გუშინდელი სასწაულის და კოლიზეუმში დამხობილი დიდება ვუწოდოთ .
მოდით პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ გუშინდელი სასწაულის და კოლიზეუმში დამხობილი დიდება ვუწოდოთ .
მოდით პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ გუშინდელი სასწაულის და კოლიზეუმში დამხობილი დიდება ვუწოდოთ .

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას