ფეხბურთი შენი წესებით

ზიდანი: "პენალტი იყო, თუმცა ბუფონი არ უნდა გაეგდოთ"

image
Image ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია..

"ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ იყო სენსაცია. ჩვენ პირველივე წუთებში ვიგრძენით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა წინ. ჩვენ ცუდად არ ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამი გოლი გავუშვით.

პენალტი იყო და რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, ამით ვერაფერს შევცვლით. მეტს აღარ ვაპირებ ამ მომენტზე საუბარს, თქვენ შეგეძლებათ გაშიფროთ ეპიზოდი და ნახავთ, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

კრიშტიანუ ამ პენალტის შესრულებამდე 6 წუთი დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. მე მასთან ხშირად ვლაპარაკობ და ზუსტად ვიცი რას გრძნობდა, მაგრამ როდესაც მან ბურთი გაისწორა, დარწმუნებული ვიყავი რომ გაიტანდა, იგი პროფესიონალია და პიროვნულად ძალიან ძლიერი გახლავთ.

მე არ ვაპირებ გუარდიოლაზე ვილაპარაკო, რადგან არ ვარ დაინტერესებული მისი ლაპარაკით, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

რა თქმა უნდა მე არცერთი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვიყავი, ზუსტად ამიტომ შევცვალე ბეილიც და კაზემიროც. ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწვეტილება იყო, რადგან მათ პირველ ტაიმში დამაჯერებლობა აკლდათ.

მე ხაზს არ გავუსვამ კეილორ ნავასის შემთხვევას, ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს.

არცერტი მატჩის დროს არ ვგრძნობ შიშს, ყოველი მატჩის წინ ჩემმა ფეხბურთელებმა იციან რას ვგრძნობ, მე ყოველთვის მინდა იყოს მინდორზე ბრძოლა. გასახდელში მე მათ ვაძლევ მოტივაციას, რათა მინდორზე იბრძოლონ, ჩვენ საიდუმლოებები არ გვაქვს.

ბუფონი დიდი ფეხბურთელია და ვფიქრობ ის არ იმსახურებდა გაძევებას, ის კაპიტანია და შეეძლო პრეტენზიები ჰქონოდა მსაჯის მიმართ. ვიმედოვნებ ჯიჯი კარიერას არ დაასრულებს და მომდევნო წელსაც ვიხილავთ მას "ჩემპიონთა ლიგაზე".

წყარო: Marca
მსგავსი სიახლეები
ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია..
ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია..
ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია..
ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია..
ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია..
ზიდანის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია..
როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]