ფეხბურთი შენი წესებით

დრამად ქცეული ზღაპარი

image
გუშინ გამართული მატჩი მადრიდში შესანიშნავი გამოდგა თუმცა სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "იუვენტუსს" ცოტა დააკლდა სასწაულამდე, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალშია. განვიხილოთ არშემდგარი ქამბექი.

"რომას" გმირობამ "იუვეს" შემართება შემატა და არა მხოლოდ "იუვეს", არამედ მთელ ტურინს, რომელსაც ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა "რეალთან" პირველი მატჩის შემდეგ. "რომას" თავკაცმა, ეუსებიომ გაგვიმხილა, რომ ბარსასთან მატჩის წინ არ სძინებია და დილის 5 საათამდე ტაქტიკაზე ფიქრობდა, როგორც ჩანს, ალეგრიც ანალოგიურად მოიქცა.

ტაქტიკური სქემა


დიდი ალბათობით ალეგრისაც აწუხებდა უძილობა ერთი კვირის განმავლობაში, "იუვენტუსსაც" შეეძლო "რომას" სცენარით განევითარებინა მოვლენები. ალეგრის დიბალა, ბარძალი და ბენტანკური სწორად უნდა ჩაენაცვლებინა და ამავდროულად იდეალური წყობა დაეპირისპირებინა ზიდანის შესანიშნავი ტაქტიკის წინააღმდეგ. ალეგრის კოზირი რამოსის დანაკლისი იყო, რომელსაც სრულიად გამოუცდელი ხესუს ვალიეხო ანაცვლებდა. მიუხედევად იმისა, რომ "რეალის" წარმომადგენლობა აქტიურად განიხილავდა "ბარსელონას" მარცხს, საუბრობდნენ სიფრთხილესა და ტონუსზე, ქვეცნობიერად მაინც სჯეროდათ, რომ ტურინში გამართული საოცარი მატჩის შემდეგ მათ იგივე არ დაემართებოდათ.

"იუვენტუსის" სერიოზული შემართება პირველივე წუთიდან საგრძნობი იყო. მათ შექმნეს სახიფათო მომენტები და უკვე მეორე წუთზე მარიო მანჟუკიჩმა თავური დარტყმა გოლად გარდასახა. ალეგრის ჩანაფიქრი "რეალის" შტურმით აღებაზე სწორი გამოდგა. გეგმის ეს ნაწილი იტალიელმა შესანიშნავად შეიმუშავა. მართალია, არ გამოვიდა მეორე გოლის სწრაფადვე გატანა, მაგრამ მოწინააღმდეგემ მადრიდელებს სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა. მადრიდელებმაც არ დააყოვნეს და მყისვე დაიწყეს მომენტების შექმნა "სენიორას" კარში, რამაც გუნდი დაცვაში ჩასვა და ხისტი თამაშისკენ მოუწოდა. ტურინელების გამართლებაზეც შეიძლება საუბარი , მაგრამ ამის გარეშე არც შეიძლებოდა - ისინი ღია ომს აწარმოებდნენ 2017 წლის საუკეთესო გუნდთან.

თავკაცური სიკაჟე

დრამად ქცეული ზღაპარი

აქ, რა თქმა უნდა, ალეგრის თავისი უნდა მივცეთ. მან მოახერხა გუნდის შემართვა და გამარჯვებისთვის შემართული გუნდი მოედანზე თავს შესანიშნავად გრძნობდა. მან შესანიშნავად შეარჩია ფეხბურთელები. მართალია დე შილიოს თამაში არ მოეწონა, მაგრამ არც აქ შემცდარა, დე შილიომ ერთმანეთს რონალდუს შეჩერება, დაცვაში მუშაობა და შეტევაში ჩართვა ვერ შეუთავსა. მასიმილიანო ტაიმის დასასრულს არ დაელოდა, თვალები დახუჭა, ხელი ჩაიქნია და იგი ლინხენშტეინერით შეცვალა, რომელმაც გუნდის ტეპმს ალღო კარგად აუღო და ეფექტურად მოქმედებდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტში, აღვნიშნოთ ისიც, რომ სწორედ მისი დამსახურებით გაიტანა მარიომ მეორე გოლი ტაიმის მიწურულს.

ალეგრის ოქროს შუალედის დაჭერა არ მოუთხოვია გუნდისთვის, მან გუნდს ხისტი თამაშისაკენ მოუწოდა. მხოლოდ ასე თუ გადატეხავდა მადრიდელების შესანიშნავ ცენტრს. მართალია "იუვეს" ფეხბურთელებმა ბევრი ბარათი მიიღეს, მაგრამ მადრიდელებს სისხლის ფასად უჯდებოდათ მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეღწევა. ტაქტიკის არჩევამ გაამართლა, ალეგრი კმაყოფილია.

რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, მისი მოვალეობა გუნდის შემართება იყო, უნდა დაეჯერებინა ფეხბურთელებისთვის, რომ ეს მხოლოდ გამართლება იყო - ჩვენ ბევრად ვჯობივართ მოწინააღმდეგეს. "იუვემ" როგორღაც შეძლო ამოქაჩვა, რომლის დაჯერებაც "რეალის" ფეხბურთელებს გაუჭირდათ. აქედან გამომდინარე გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა, ვერ შექმნა ბევრი სახიფათო მომენტი, თუმცაღა ზიდანი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ზიდანს რისკის არ შეშინებია, სასწრაფოდ მოხსნა კაზემირო და შეცვალა ბეილი, რომელიც მოედანზე ინდივიდუალურ ფეხბურთს თამაშობდა, რაც მისი რეაქციებით შესამჩნევი იყო. უფრო სწორად რეაქციის უქონლობიდან გამომდინარე. თამაშში ვასკესი და ასენსიო ჩაერთნენ - ახალგაზრდები, რომლებსაც აზარტი და სურვილი, შემართება და მოტივაცია უნდა დაებრუნებინათ გუნდისთვის. მათი ცვლილებით "რეალი" თავდასხმაში ფრთებს უფრო ფართოდ გაშლიდა.

პრობლემები, ფიქრები და თავის ტკივილი

დრამად ქცეული ზღაპარი

"რეალს" შეეძლო ნებისმიერ მომენტში გაეტანა და ყველაფერი გადაეწყვიტა, ეს ფიქრები მადრიდელებს თავიდან არ მოსდიოდათ. სწორედ ეს უშლიდა მათ და მატუიდის გოლმაც არ დააყოვნა . ნავასმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ამ შეცდომის გამომწვევი მიზეზი კი იგივეა : დაბნეულობა, კონცენტრაციის დაკარგვ, რომლის აღდგენაც გუნდმა მატჩის დამთავრების წინა 15 წუთში მოახერხა. "რეალი" ათამაშდა - ისიც ავღნიშნოთ რომ "იუვემ" ფრთხილი თამაში არჩია მეოთხე გოლს. მათ გაიაზრეს რომ ბევრი ძალა დახარჯეს და ჩათვალეს რომ არ შემდგარი კონტრშეტევა ფატალურ შედეგამდე მიიყვანდათ, ეს ხომ რეალია შეცდომებს არ პატიობს.

ბევრი არ დამეთანხმება და იტყვის რომ "იუვეს" მართებდა მეტი შემართება ან გამბედაობა. მაგრამ ტურინელებმა ჩაკეტვა და დამატებით დროში მშვიდი თამაში არჩიეს, იფიქრეს დრო უფრო მეტი ექნებოდათ. ამავდროულად "რეალს" ილუზიები გაუქრა და მიხვდა, რომ პირველი თამაშის მთელი უპირატესობა დაკარგა, ამიტომ იუვეს ნამდვილი თავდასხმა მოუწყო. ზიდანმა თავისი ამბიცია და სიმკაცრე გამოავლინა ფეხბურთელებისადმი და მოუწოდა მათ სრულ დროში გამოესწორებინათ სიტუაცია, ფიქრი კონტრშეტევის რისკისა გვერდზე გადადო და ვა ბანკზე წავიდა.

თამაშის სკანდალური მხარე

დრამად ქცეული ზღაპარი

თამამად შეგვიძლია ორივე გუნდის მწვრთნელი შევაქოთ, მაგრამ თამაშის მთავარი გმირი მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი აღმოჩნდა, რომელმაც "იუვენტუსის" საფეხბურთო ზღაპარს წერტილი დაუსვა. კომპენსირებული დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე ტურინელების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. აქ პაუზა გავაკეთოთ და რამდენიმე ფაქტი აღვნიშნოთ. პირველი, "რეალს" მანამდეც შეეძლო გატანა, ამისთვის ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა რეალიზაცია ვერ შეძლეს.

უკვე ბევრჯერ დამტკიცდა, რომ მეტი მომენტის ქონა არ არის გადამწყვეტი მატჩისა. მეორე, "იუვენტუსმა" მისცა რეალს საშუალება შეეტია და საჯარიმოში ჩაჯდა. ამან განაპირობა თერთმეტმეტრიანიც. ვასკესმა საჯარიმოში ბენატიას აჯობა, რომელიც იძულებული გახდა ბურთზე ლუკასის ზურგიდან ეთამაშა. რთულია ასეთ სიტუაციაში თავდაცვა. მეხდიმ ბურთს ვერ მოარტყა ფეხი სამაგიეროდ მოწინააღმდეგეს მოხვდა მკერდის არეში, რამაც მსაჯს ყველა პირობა მისცა თერთმეტმეტრიანის დასანიშნად. არ ვდაობთ იმაზე, რომ მომენტი საკამათოა, სწორედ ამიტომ დაეხვიენ ტურინელები რეფერის და აი აქ არბიტრი დაიბნა.

ძნელია იმის თქმა რას ეუბნებოდნენ ტურინელები მსაჯს , სავარაუდოდ, ბევრ ცუდს, მაგრამ ოლივერმა ბუფონის გაგდება გადაწყვიტა, "იუვენტუსის" მთავარი საყრდენის რთულ სიტუაციაში. თუ იმას იტყვით, რომ ჯანლუიჯიმ მსაჯს ხელი ჰკრა დავძინებ, რომ ეს კიდევ 5-მა ფეხბურთელმა გააკეთა. ძნელია იმის თქმა რატომ აირჩია არბიტრმა ჯიჯი, ფაქტი ერთია რომ ამ გადაწყვეტილებამ სიტუაცია უფრო დაძაბა, ვინაიდან ბუფონი ლეგენდაა, ის ყველა გუნდის გულშემატკივარს მოსწონს, გვერდიდან კი გადაწყვეტილება გაუგებარი ჩანს ან არასამართლიანი სუფთა ემოციური თვალსაზრისით თუ განვსჯით ასეა. აქედან გამომდინარეა ხალხის პროვოცირება თერთმეტმეტრიანზე და აპელირება არასამართლიანობაზე, თუმცა წესების დარღვევას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. დანარჩენი რონალდუს ტექნიკის ამბავია - უბადლო რეალიზაცია თერთმეტმეტრიანის. "რეალმა" თავი გადაირჩინა , სენსაცია "იუვენტუსს" დრამად გადაექცა, მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ კი კიდევ ერთი შეუდარებელი დაძაბული და სენსაციური მატჩი იხილა, რომელზეც საუბრები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

დრამად ქცეული ზღაპარი
  • 12-04-2018, 16:22 657
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
გუშინ გამართული მატჩი მადრიდში შესანიშნავი გამოდგა თუმცა სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "იუვენტუსს" ცოტა დააკლდა სასწაულამდე, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალშია. განვიხილოთ არშემდგარი ქამბექი.
გუშინ გამართული მატჩი მადრიდში შესანიშნავი გამოდგა თუმცა სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "იუვენტუსს" ცოტა დააკლდა სასწაულამდე, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალშია. განვიხილოთ არშემდგარი ქამბექი.
გუშინ გამართული მატჩი მადრიდში შესანიშნავი გამოდგა თუმცა სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "იუვენტუსს" ცოტა დააკლდა სასწაულამდე, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალშია. განვიხილოთ არშემდგარი ქამბექი.
გუშინ გამართული მატჩი მადრიდში შესანიშნავი გამოდგა თუმცა სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "იუვენტუსს" ცოტა დააკლდა სასწაულამდე, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალშია. განვიხილოთ არშემდგარი ქამბექი.
გუშინ გამართული მატჩი მადრიდში შესანიშნავი გამოდგა თუმცა სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "იუვენტუსს" ცოტა დააკლდა სასწაულამდე, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალშია. განვიხილოთ არშემდგარი ქამბექი.
გუშინ გამართული მატჩი მადრიდში შესანიშნავი გამოდგა თუმცა სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "იუვენტუსს" ცოტა დააკლდა სასწაულამდე, მაგრამ "რეალი" ნახევარფინალშია. განვიხილოთ არშემდგარი ქამბექი.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას