ფეხბურთი შენი წესებით

ჰაინკესი: "მან იცის როგორ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვან მატჩებში"

image
ჰაინკესმა ნახევარ-ფინალებზე ისაუბრა..

"ეს არის ორი დიდი ტრადიცის მქონე კლუბი, რომელსაც ყოველთვის სურს იყოს საუკეთესო. მე ორივე კლუბში მაქვს ნამუშევარი და ორივეს იდეოლოგია შესწავლილი მაქვს. ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დუელი, ჩვენ კარგ ფორმაში ვართ.

ფავორიტებზე ვერ ვისაუბრებ, თუ გავითვალისწინებთ, რომ "რეალს" ორი "ჩემპიონთა ლიგა" აქვს მოგებული ზედიზედ. მე არ მეგონა, რომ "იუვენტუსი" თამაშის შემოტრიალებას შეძლებდა, მაგრამ როგორც ყველამ ვნახეთ, იტალიელებმა ეს შეძლეთ, ამიტომ ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებ.

ფეხბურთის ისტორიაში, ყველა ეპოქაში იყვნენ საუკეთესო ფეხბურთელები, კრიშტიანუ რონალდუ კი ერთ-ერთი მათგანია. მე არაერთხელ მილაპარაკია ტონი კროოსთან და მას ბევრი დადებითი უთქვამს პორტუგალიელზე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ კრიშტიანუ მაღალი დონის პროფესიონალია, მან იცის როგორ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვან მატჩებში.

"ლივერპული" მიმდინარე სეზონში ძალიან ძლიერია. თუ ჩემს სურვილზე იქნება დამოკიდებული, სიამოვნებით ვიხილავდი ფინალში ჩვენს მეტოქედ მერსესაიდულ კლუბს.

ლევანდოვსკი დიდი ფეხბურთელია და მის მომავალზე ნამდვილად არ ვაპირებ ვისაუბრო, ეს განხილვის თემა არ უნდა იყოს. რამდენი მილიონიც არ უნდა დაიხარჯოს, თუ გამარჯვებულის მენტალიტეტი და გამოცდილება არ გაქვს ვერაფერს შეძლებ, სწორედ ეს დაემართა "პსჟს".

წყარო: As
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
ჰაინკესმა ნახევარ-ფინალებზე ისაუბრა..
ჰაინკესმა ნახევარ-ფინალებზე ისაუბრა..
ჰაინკესმა ნახევარ-ფინალებზე ისაუბრა..
ჰაინკესმა ნახევარ-ფინალებზე ისაუბრა..
ჰაინკესმა ნახევარ-ფინალებზე ისაუბრა..
ჰაინკესმა ნახევარ-ფინალებზე ისაუბრა..

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას