ფეხბურთი შენი წესებით

ვასკესი: გმირი ერთ მილიონად

image
2015 წლის 2 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "რეალმა" "ესპანიოლიდან" მილიონ ევროდ ლუკას ვასკესი გამოისყიდა. მის სატრანსფერო ღირებულებას თუ შევხედავდით, ცოტა სასაცილოდ მოგვეჩვენებოდა და ძნელად თუ ვიფიქრებდით, რომ ეს ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გმირად იქცეოდა.

"იუვენტუსის" წინააღმდეგ ბოლო წუთზე დანიშნული პენალტი ერთ-ერთია იმ სიაში, რომელშიც გალისიელს გადამწყვეტი როლი უთამაშია. მიმდინარე სეზონის "ჩემპიონთა ლიგაზე" რონალდუს შემდეგ ის საუკეთესოდაც შეიძლება დავასახელოთ.

პაროლი "პესეჟეს" დასამარცხებლად

პირველი შეხვედრის 10 წუთიანი მონაკვეთი საკმარისი აღმოჩნდა მატჩში გარდატეხის შესატანად. მარკო ასენსიოთან ერთად ლუკასმა რევოლუცია მოახდინა. განმეორებით შეხვედრაში კი კვლავ გამოიჩინა თავი და რონალდუს გაატანინა.

ვარსკვლავი მილანში

ვასკესი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალშიც კი არ "დამალულა". "ატლეტიკოსთან" პენალტების სერიაში, ის პირველი მივიდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და გაიტანა კიდეც. თუმცა, ერთი წლის შემდეგ კარდიფში ჩატარებული ფინალის განაცხადს მიღმა დარჩა. ლუკასი ტრიბუნებიდან ეხმარებოდა გუნდს და ამ საქციელით ძალიან კარგი ჟესტი აჩვენა ზიდანს, რომელიც მომავალში ფრანგმა სპეციალისტმა დააფასა.

მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე

მან უკვე ორჯერ აღმართა "ჩემპიონთა ლიგის" თასი, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე სურს წარმატების მიღწევა. ივნისში ნაკრებს რუსეთში გაჰყვება და ოცნების ასრულებისთვის იბრძოლებს.
კომენტარები

კომენტარის დამატება

  • მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მსგავსი სიახლეები
მის სატრანსფერო ღირებულებას თუ შევხედავდით, ცოტა სასაცილოდ მოგვეჩვენებოდა და ძნელად თუ ვიფიქრებდით, რომ ეს ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გმირად იქცეოდა.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას