ფეხბურთი შენი წესებით
"ბორდოს" ბრაზილიელი ვინგერი 21 წლის მალკომ სილვა დე ოლივეირა მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგებაზე ოცნებობს.
ტობი ალფერვაილერდზე ნადირობა დაიწყო..
ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის მანჩესტერული გრანდიც იბრძოლებს..
როგორც ბრაზილიური გამოცემები იუწყებიან, "პსჟ"-ს ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს გუნდის დატოვება სურს და ამისთვის მას 5 მიზეზი ჰქონია.
მარიო ბალოტელის "სერია ა"-ში, ან "პრემიერ ლიგაში" თამაში სურს..
"პსჟ" მზად არის ჟოზე მოურინიოსთან ხელშეკრულება გააფორმოს..
Nike “რეალს“ პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის ყიდვაში დაეხმარება.

წარმოუდგენელი აჟიოტაჟია ატეხილი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ. 11 დღე რჩება მადრიდის რეალისა და პსჟ-ს დაპირისპირებდამდე, სანტიაგო ბერნაბეუ კი ანშლაგის მოლოდინშია. სამეფო კლუბის საშინაო არენაზე მოსახვედრად გულშემატკივარს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს. როგორც ირკვევა „შავ ბაზარზე“ გადამყიდველები მატჩზე დასასწრებ ბილეთებს 24 080 ევროს აფასებენ.

პსჟ-მ მორიგი შეხვედრა გამართა, ფრანგულმა გრანდმა ლიგის თასზე სტუმრად რენი ანგარიშით - 3:2 დაამრცხა. მატჩის დასრულების შემდეგ პარიზელთა მთაარმა მწვრთნელმა, უნაი ემერმა ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
„ნეიმარს ჯერ კიდევ ესპანეთიდან ვიცნობ. ის განსაკუთრებულია, მისი თამაშის სტილი კი ეს ბრალოდ შოუა. ის ძალიან ჭკვიანია, მან იცის, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ გუნდს გამარჯვებაში. მისი სათამაშო სტილი ნებისმიერი გუნდის ფილოსოფიაში ჩაჯდება, განსაკუთრებით კი ეს პსჟ-ზე შეიძლება ითქვას“ - განაცხადა უნაი ემერიმ.

"მადრიდის რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რაულ ალბიოლმა გამოცემა "მარკას" "რეალი" "პსჟ" მატჩის მოლოდინები გაუმხილა. შეგახსენებთ, რომ "მადრიდის რეალი" და "პსჟ" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, რომელიც 14 თებერვალს შედგება.
საუბრები ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით არ წყდება. სულ ახლახანს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ მესი და ნეიმარი დღეს თანაგუნდელები აღარ არიან, მათი მეგობრობა ურყევია, მეტიც - ისინი ერთმანეთთან პირადი ცხოვრების დეტალებსაც განიხილავენ. სულ ცოტა ხნის წინ, ლეო მესიმ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა

"იმ შემთხვევაში თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ითამაშებს და გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს, ნეიმარი კლუბს დატოვებს. მეტიც იგი მადრიდის რეალში გადაბარგებას გეგმავს." - აცხადებს მესი.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კატალონიური კლუბის გულშემატკივრებმა გაბრაზება ვერ დამალეს და ბრაზილიელ ფეხბურთელს რეალში გადასვლის შემთხვევაში ელ-კლასიკოზე ჯოჯოხეთის მოწყობას პირდებიან.
მადრიდის რეალის ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, სამეფო კლუბს საერთოდ არ აშინებს პსჟ-ს ბარიერი.

"დაგეთანხმებით, პსჟ მართლაც შესანიშნავი გუნდია. თუმცა რეალი გაცილების სხვა განზომილებაა, ჩვენ ხომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორჯერ მოვახერხერთ? ფეხბურთში არაფერია საშიში, მითუმეტეს მადრიდის რეალისთვის, რატომ უნდა გვეშინოდეს პსჟ-სთან თამაშის ჩემთვის გაუგებარია" - განაცხადა მოდრიჩმა L'Equipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ლიგა 1-ს მორიგი ტურის შევედრაში პსჟ-მ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა. პარიზელებმა მონპელიეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში 11-ე წუთზე ედისონ კავანიმ გახსნა. შეხვედრის 40-ე წუთზე პენალტიდან ნეიმარმა გაიტანა, მანვე კიდევ ერთი გოლი მატჩის მიწურულს 82-ე წუთზე გაიფორმა. ერთი ბურთი კი ანხელ დი მარიას აქტივშია.

აღსანიშნავია, რომ ედისონ კავანის გოლი საიუბილეო გამოდგა - მან ფრანგული კლუბის მაისურით 157-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით იგი პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პარიზელთა საუკეთესო გოლეადორი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ბრაზილიელმა შემტევმა პარიზში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ამით სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი გუნდის ისტორიაში.
როგორ გადაუვარდათ სასტუმროს აივნიდან თასი აგუეროსა და დე ბრუინს? [ვიდეო]
92-ე წუთზე მეკარემ "ზიდანობა" გადაწყვიტა [ვიდეო]
ნუ ეხუმრები ტოტის [ვიდეო]
სიტი vs. აიაქსი - ტიტულის აღნიშვნა [ვიდეო]
რონალდუმ სერია A-ს თასი შვილს თავში გაარტყა [ვიდეო]
მესისა და რონალდუს რეაქციები, როცა მათი გუნდი გოლს უშვებს [ვიდეო]
რომას ულტრასები დე როსის წასვლას აპროტესტებენ [ვიდეო]
აიაქსი და 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი [ვიდეო]
პორტუს მწვრთნელმა ფანებს სცემა [ვიდეო]
მესი ვარჯიშზე - ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ [ვიდეო]
ეს ნამდვილი სილამაზეა! - ბაიერნმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [ვიდეო]
2018/19 - 15 საუკეთესო ასისტენტი [ვიდეო]