ფეხბურთი შენი წესებით
ბრაიტონის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგა თვალი. მათ ლესტერიდან ლეონარდო ულოას გადაბირება განიზრახეს. პოპულარული Transfermarkt 31 წლის თავდამსხმელს 5 მილიონ ევროდ აფასებს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ლესტერის მაისურით 250 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

საგულისხმოა, რომ ლეონარდო ულოა ბრაიტონის რირსებას 2012 წლიდან 2014 წლამდე იცავდა. ამ გუნდის შემადგენლობაში 58 თამაში ჩაატარა და 26 გოლის გატანა შეძლო.

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში ვესტ ბრომვიჩმა სტუმრად ლივერპულს 3:2 სძლია და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ხსენებულ მატჩში ვესტ ბრომვიჩმა მადრიდის რეალის მიერ 2014 წელს ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ 2014 წლის შემდეგ ენფილდზე ლივერპულის კარში ერთ თამაშში 3 გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.

მილანის ინტერის ხელმძღვანელობამ მარცელო ბროზოვიჩის გაყიდვა გადაწყვიტა. პოპულარული SportItalia-ს მიერ გავრცელებული იფნრომაციის თანახმად იტალიურ კლუბს პსჟ-დან ხავიერ პასტორეს გადაბირება სურს და ამ ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაზე. ამავე გამოცემის თქმით ბროზოვიჩის შეძენის სურვილი გამოთქვა ლონდონის არსენალმა. მეთოფეები მას მესუტ ოზილის შემცვლელად მოიაზრებენ.

აღსანიშნავია, რომ მილანის ინტერიდან ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან ლივერპული, ევერტონი და ტოტენჰემი.

მიმდინარე სეზონში ბროზოვიჩის ანგარიშზე 15 ჩატარებული შეხვედრა, 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ინგლისის თასის მეოთხე წრის შეხვედრაში ტოტენჰემი სტუმრად ნიუპორტს დაუპირისპირდა. რანგით მეოთხე ლიგის წარმომადგენელთან პრემიერლიგურ კლუბს დიდი ორთაბრძოლის გადახდა მოუწია. ანგარიში მასპინძლებმა 38-ე წუთზე გახსნეს და რომ არა ჰარი კეინის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლი, ნიუპორტ თაუნი სენსაციას გამოაცხობდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჰარი კეინმა მეტოქისადმი ქება-დიდება არ დაიშურა.

"რთული თამაში იყო. აღსანიშნავია, რომ მეტოქე დღევანდელი მატჩისთვის ბევრად კარგად იყო მომზადებული. მოხარული ვარ, რომ თამაში ფრედ დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ ინგლისის თასზე ვართ და იმედია შემდეგ ეტაპზე სწორედ ტოტენჰემი ითამაშებს" - განაცხადა ჰარი კეინმა.

ნაჩვენები შედეგით კმაყოფილება ეტყობოდა ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოსაც.

"ბედნიერები ვართ, რომ შეხვედრის დასრულება საყაიმო ანგარიშით მოვახერხეთ. პირველ ტაიმში ნამდვილად არ ვგავდით ჩვენს თავს. ახლა ჩვენ გადათამაშება გველის წინ. მორიგ სათასო დაპირისპირებამდე რთული თამაშები გვაქვს, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შანსი იქნება იმისათვის, რათა დავრჩეთ ინგლისის თასის გათამაშებაზე და გავაგრძელოთ სვლა წარმატებისკენ" - განაცხადა ლონდონური კლუბის თავკაცმა.
ინგლისის თასის გათამაშებას დაემშვიდობა ლივერპული, რომელიც საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ვესტ ბრომვიჩთან დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მეხუთე წუთზე საკუთარი გუნდი რობერტო ფირმინიომ დააწინაურა. ლივერპულელებს გოლის აღნიშვნა დასრულებული არ ჰქონდათ, როდესაც ჯეი როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა. მეთერთმეტე წუთზ კი სულაც წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. მატჩის არბიტრს, კრეიგ პოუსონს არაერთხელ მოუხდა ვიდეო რეფერის გამოყენება. ერთ შემთხვევაში მისი დახმარებით ვესტ ბრომვიჩს გოლიც კი გაუუქმეს, შემდეგ კი ლივერპულმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ფირმინიოს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა 27-ე წუთზე მის მიერ თერთმეტმეტრიანიდან დარტყმული ბურთი კარის ჩარჩოს მოხვდა და ეპიზოდიც განიმუხტა. პირველი ნახევრის მიწურულს სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ლივერპულელმა ჟოელ მატიპმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმში ვესტ ბრომვიჩმა შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და ეს ლოგიკურიც გახლდათ, ვინაიდან ორბურთიანი უპირატესობის გაშვება სათასო მატჩში და თანაც ენფილდზე სახუმარო როდია. შესაბამისად მასპინძლებს მეტი სივრცეები და სახიფათო მომენტები ჰქონდათ, თუმცა მათ მხოლოდ და მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა და თამაშისათვის ინტრიგის დაბრუნება. დაპირისპირების 78-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი გოლი შეხვედრაში უკანასკნელი გამოდგა.
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, რივალდოს შვილი კარიერას ბულგარეთში განაგრძობს. 22 წლის რივალდინიომ კონტრაქტი სოფიის ლევსკისთან გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად ახალგაზრდა ფეხბურთელი ლევსკისთვი მომდევნო 2,5 წლის მანძილზე გაირჯება.

აქვე გეტყვით, რომ რივალდინიოს უკანასკნელად რუმინეთის ჩემპიონატში გამოდიოდა, კერძოდ კი ბუქარესტის დინამოში, სადაც მან 19 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.
ბუნდესლიგის XX ტურის შეხვედრა მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე გამართა. რეკორდმაისტერი ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდა და მატჩის 21-ე წუთამდე ანგარიშით 0:2 მარცხდებოდა. მიუხედავად ამისა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და რობერტ ლევანდოვსკის, ჯერომ ბოატენგის, კინგსლი კომანისა და სანდო ვაგნერის გოლების წყალობით მეტოქე 5:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელისათვის, ამ პოსტზე მოგებული 150-ე შეხვედრაა. იუპ ჰაინკესზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ოტმარ ჰიცფელდსა (158) და უდო ლატეკს (184) აქვთ ნაჩვენები.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ნემსაძის გუნდმა 3:1 დაამარცხა ბელგია.

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ზურიკო დავითაშვილის და გიორგი გულიაშვილის გოლებით 2:0 დაწინაურდა. მეტოქემ მატჩის ბოლოს პენალტით შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ქართველი 17-წლამდელები სლოვაკეთს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ბელგიასთან გამარჯვებამდე გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ყაზახეთს (3:2) და მოლდოვას (3:0) მოუგეს, უკრაინასთან კი 1:3 დათმეს.

ხარშილაძე, კაპანაძე, კალანდაძე, აბზიანიძე, გელაშვილი, შვარცი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჭავჭანიძე, დეკანოსიძე, გაგუა, ჩიხრაძე
ლიგა 1-ს მორიგი ტურის შევედრაში პსჟ-მ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა. პარიზელებმა მონპელიეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში 11-ე წუთზე ედისონ კავანიმ გახსნა. შეხვედრის 40-ე წუთზე პენალტიდან ნეიმარმა გაიტანა, მანვე კიდევ ერთი გოლი მატჩის მიწურულს 82-ე წუთზე გაიფორმა. ერთი ბურთი კი ანხელ დი მარიას აქტივშია.

აღსანიშნავია, რომ ედისონ კავანის გოლი საიუბილეო გამოდგა - მან ფრანგული კლუბის მაისურით 157-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით იგი პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პარიზელთა საუკეთესო გოლეადორი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ბრაზილიელმა შემტევმა პარიზში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ამით სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი გუნდის ისტორიაში.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას