ფეხბურთი შენი წესებით
მარიანო დიაზი შესაძლოა მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს..
გთავაზობთ "ატლეტიკოს" პრეზიდენტის ინტერვიუს გრიზმანის თაობაზე..
"პსჟ" მზად არის ჟოზე მოურინიოსთან ხელშეკრულება გააფორმოს..
ბრაზილიური მედიის განცხადებით, პერესი ნეიმარის მამას შეხვდა.
ლონდონელმა მომსისხლე მტრებმა - ჩელსიმ და არსენალმა ოლივიე ჟირუს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ არიტოკრატები 18 მილიონი ფუნტს გადაუხდიან მეთოფეებს.
მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო შესაძლოა ჩელსიში ვიხილოთ. ლონდონური კლუბი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური და ესპანური კლუბები შესაძლოა ერთგვარ გაცვლაზეც შეთანხმდნენ. სამეფო კლუბი რონალდოს იმ შემთხვევაში დათმობს, თუ არისტოკრატები ედენ აზარს შეელევიან.
საუბრები ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით არ წყდება. სულ ახლახანს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ მესი და ნეიმარი დღეს თანაგუნდელები აღარ არიან, მათი მეგობრობა ურყევია, მეტიც - ისინი ერთმანეთთან პირადი ცხოვრების დეტალებსაც განიხილავენ. სულ ცოტა ხნის წინ, ლეო მესიმ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა

"იმ შემთხვევაში თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ითამაშებს და გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს, ნეიმარი კლუბს დატოვებს. მეტიც იგი მადრიდის რეალში გადაბარგებას გეგმავს." - აცხადებს მესი.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კატალონიური კლუბის გულშემატკივრებმა გაბრაზება ვერ დამალეს და ბრაზილიელ ფეხბურთელს რეალში გადასვლის შემთხვევაში ელ-კლასიკოზე ჯოჯოხეთის მოწყობას პირდებიან.
მანჩესტერ სიტის ესპანელმა თავკაცმა, მანჩესტერ სიტის აღნიშნა, რომ მისი კლუბის ფინანსური შესაძლელობები შეუზღუდავი არ არის. იმისათვის, რათა კლუბმა ოთხ სხვადასხვა ტურნირზე მიაღწიოს წარმატებას ამისთვის 22 მაღალი დონის ფეხბურთელი მაინცაა საჭირო.

"იმისათვის, რათა ოთხ ტურნირზე წარმატებისათვის იბრძოლო 22 მაღალი დონის ფეხბურთელი მაინცაა საჭირო. დღეისათვის 22 საუკეთესო ფეხბურთელის შეძენა არცერთ კლუბს არ ხელეწიფება და ამ მხრივ არც მანჩესტერ სიტია გამონაკლისი" - განაცხადა პეპმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას